სამშაბათი, მარტი 11, 2025

ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაიკ უოლცი – მე ვისაუბრებ რუს კოლეგასთან მომდევნო დღეებში, რუბიო შეხვდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ხუთშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი თეთრ სახლს ეწვევა

პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ეს დიპლომატიური ძალისხმევა ოვალურ კაბინეტში ორივე ლიდერთან, როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრით და ახლა ეს დიპლომატია გრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.მაიკ უოლცის თქმით, მომდევნო დღეებში საუბარი ექნება რუს კოლეგასთან, ასევე, სახელმწიფო მდივანი რუბიო შეხვდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა თეთრ სახლს.„მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები და წარმოადგინეს კონკრეტული წინადადებები, არა მხოლოდ ჩვენი წინადადების მიღებით, რომელიც ითვალისწინებს სრულ ცეცხლის შეწყვეტას და რომლის დეტალებიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ერთობლივად გამოქვეყნებულ განცხადებაში, არამედ ჩვენ ასევე განვიხილეთ არსებითი დეტალები იმის შესახებ, როგორ დასრულდება ეს ომი საბოლოოდ, რა ტიპის გარანტიები ექნებათ მათი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ასევე, რეალურად განვიხილეთ, რა იქნება საჭირო ამ საშინელი საომარი მოქმედებების საბოლოოდ დასასრულებლად. მეორე საკითხი, რომელიც მინდა, ნათლად ვთქვა, არის ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ეს დიპლომატიური ძალისხმევა ოვალურ კაბინეტში ორივე ლიდერთან, როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრით. და ახლა ეს დიპლომატია გრძელდება. ჩვენ გვყავს დასახელებული დელეგაცია რუსული მხრიდან მომდევნო ნაბიჯებისთვის, ჩვენ გვყავს დასახელებული დელეგაცია უკრაინული მხრიდან მომდევნო ნაბიჯებისთვის. მე ვისაუბრებ ჩემს რუს კოლეგასთან მომდევნო დღეებში, სახელმწიფო მდივანი რუბიო შეხვდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ხუთშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი თეთრ სახლს ეწვევა. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესს“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა.

მარკო რუბიო: ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს დღეს გამართულ მოლაპარაკებებზე.„ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.„ჩვენ შეთავაზებას წარვუდგენთ. ჩვენ მათ ვეტყვით - ეს არის ის, რაც მაგიდაზეა. უკრაინა მზად არის შეწყვიტოს სროლა და დაიწყოს საუბარი, ახლა კი მათზე იქნება დამოკიდებული, თქვან კი ან არა. იმედი მაქვს, რომ ისინი დათანხმდებიან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. თუ ისინი იტყვიან უარს, მაშინ ჩვენ, სამწუხაროდ, გვეცოდინება, რა არის დამაბრკოლებელი აქ მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.მისი თქმით, უკრაინამ ასევე გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადების თანახმად, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას

უკრაინა მზადაა, მიიღოს აშშ-ის წინადადება, ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.„დღეს ჯედაში, საუდის არაბეთში, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინისთვის ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის მიმართულებით. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხის მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ის კონგრესისა და შეერთებული შტატების ხალხის მიმართ, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებასა და ერთდროულ განხორციელებაზე. შეერთებული შტატები აცნობებს რუსეთს, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არის მშვიდობის მიღწევის გასაღები. შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და განაახლებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.განცხადების თანახმად, „დელეგაციებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო პირების გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება“.„ორივე დელეგაცია შეთანხმდა, რომ დაასახელებენ თავიანთ მომლაპარაკებლების გუნდებს და დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, განიხილოს ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპელი პარტნიორები ჩართული იქნებიან სამშვიდობო პროცესში.ბოლოს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოაწერონ ხელი ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის განვითარებისთვის, რათა გაფართოვდეს უკრაინის ეკონომიკა, დაიფაროს ამერიკული დახმარების ხარჯები და გარანტირებული იყოს უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება​​​​​​​​​​​“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

20 წლის მარი ანანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და უცხოეთში გადაყვანა ჭირდება

20 წლის მარი ანანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ახალგაზრდა გოგო უკვე 6 თვეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფოდ სტამბულის კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს.ოჯახს ძვირადღირებული მედიკამენტებისა და მკურნალობის სახსრები აღარ აქვს. დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:საქართველოს ბანკი: GE63BG0000000538740198თიბისი ბანკი: GE68TB7525845064300074მიმღები: ნათია ანანიძე

თეთრი სახლი: საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები პოზიტიური იყო

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები პოზიტიური იყო.მისი თქმით, შეხვედრიდან მიღებული სიახლეები მთელი დღის განმავლობაში პოზიტიური იყო და ორი ქვეყნის ოფიციალური პირების შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდა.

ბოლო სიახლეები