ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

უცნობი ფაქტები ცნობილი ინფექციონისტის შესახებ – რა ტრაგედია შეემთხვა 2017 წელს მარინა ენდელაძეს

კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცნენ. ყო­ველ­დღი­უ­რად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელო­დე­ბა, რო­დის გა­მოვ­ლენ სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბი­დან ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე და უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

სა­ბედ­ნი­ე­როდ კრი­სი­ზის პე­რი­ოდ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ სამი მა­მა­კა­ცის: პა­ა­ტა იმ­ნა­ძის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძი­სა და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გარ­და, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კი­დევ ორი ქალ­ბა­ტო­ნის თავ­და­დე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

ჯერ კი­დევ, ორი კვი­რის წინ მის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თმა მკი­თხველ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია მოგ­ვწე­რა, თუ რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნა ენ­დე­ლა­ძემ 15 წლის წინ B ჰე­ჰა­ტი­ტის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ოპე­რა­ცი­ის დროს და­ა­ვად­და. რო­გორც მკი­თხვე­ლი გვიყ­ვე­ბა, პა­ცი­ენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და და სწო­რედ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას ძა­ლის­ხმე­ვით ის გა­დარ­ჩა.

მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე შვილ­თან, ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლთან ერ­თად

ენ­დე­ლა­ძე ყო­ველ­დღი­უ­რად და­უ­ზა­რებ­ლად მუ­შა­ობს და გვაც­ნობს ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, ბევ­რმა კი არ იცის, რომ წლე­ბის წინ მას უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა.

ასევე დაგაინტერესებთ
“დაშორდი თუ მოკვდა, სიყვარული სიყვარულად რჩება” – როგორ გადაიტანა ნელი აგირბამ ქმრის გარდაცვალება და ვინ არის მისი ახალი შეყვარებული

2017 წლის 28 მარტს მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იუ­რის­ტი ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარდაიცვალა. ირაკ­ლი ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც 13 წლის შვი­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ტე­ლე­წამ­ყვან ნელი აგირ­ბას­თან და წყვი­ლის ერ­თწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და.

ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ერ­თა­დერ­თი შვი­ლის და­კარ­გვა და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში სწო­რედ მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია და­ეხ­მა­რა, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს.

მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძეს ჰყავს 16 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი, ჩოგ­ბურ­თე­ლი ცოტ­ნე ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პედრო სანჩესი – ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ

ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.სანჩესის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, განსაკუთრებით თუ მას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოაქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმ მსხვერპლის, ნგრევისა და ქაოსის დასავიწყებლად, რაც ომმა ახლო აღმოსავლეთში გამოიწვია.„ესპანეთის მთავრობა არ დაუკრავს ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ. ახლა დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის დროა“, – წერს სანჩესი.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს.ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.

ჩინეთი აცხადებს, რომ მშვიდობის დამყარებაში „კონსტრუქციულ როლს“ შეასრულებს

ჩინეთი მიესალმა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა არ დაადასტურა ირანთან რაიმე პირდაპირი მოლაპარაკებები, რაც შესაძლოა, შეთანხმების მიღებას დაეხმარა.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მაო ნინი ასევე მიესალმა პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას და დაამატა, რომ ჩინეთმა „საკუთარი ძალისხმევა გასწია“.„ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ცეცხლის შეწყვეტას“, – განაცხადა მაო ნინმა.​ჩინეთი და პაკისტანი რამდენიმე დღით ადრე შეთანხმდნენ ხუთპუნქტიანი წინადადების წარდგენაზე, რომელიც ერთთვიანი ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენას ისახავდა მიზნად.ხუთი პუნქტი მოიცავდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას, არასამხედრო სამიზნეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტირებას და გაეროს წესდების დაცვას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი, ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.„რკინიგზას დაემატება თბილისის-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, ექვსი საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი – ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება ხუთი შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა

საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ორი მილიონიდან ხუთ მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.„შევისყიდით ათ ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. ორი მლნ-დან ხუთ მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას

თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კობახიძის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.„გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდი მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს  ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები