სამშაბათი, მაისი 13, 2025

უყურებენ ომის კადრებს და ამბობენ… არ ვიცი რა დამემართა… არ ვიცი , როგორ ამომხდა ისეთი ხმა-მირანდა თოდუა

სოციალურ ქსელში მომხმარებელი მირანდა თოდუა ვრცელ პოსტს აქვეყნებს თუ როგორ ქილიკობდნენ რუსი ტურისტები თვითმბრინავში უკრაინაში მიმდინარე ომის კადრებზე და როგორ ამბობდნენ, რომ უარესის ღირსები არიან უკრაინელები… როგორც ის ყვება ამ სიტყვების გაგებისას მირანდამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ყვირილი დაიწყო.

“დღეს ნაპოლიდან მოვფრინავდი ნიცაში….
ჩემთან ერთად
ორი რუსი წყვილი  მგზავრობდა…  ალბათ , 30 წლისები იქნებოდნენ… ჯერ ჩემოდნების ჩაბარების დროს მიიქციეს ჩემი ყურადღება.. გადამასწრეს ისე , რომ არ ითხოვეს ნებართვა და არ მომიბოდიშეს… ძალიან მშვიდად შევაჩერე და ავუხსენი , რომ ჩემი რიგი იყო…
ნუ ,,შემამკეს”  მესმოდა , მაგრამ მე იტალიურად განვაგრძობდი მშვიდ საუბარს… როგორც იქნა აბზიკეს ცხვირები და დადგნენ ჩემს უკან….
იტალიელმა  გადმომჩურჩულა ამათ მსოფლიო თავისი ჰგონიათო… ? ( და თან ნაპოლიტანურად შეუკურთხა… სახის გამომეტყველებაზე მივხვდი..)
ჩავსხედით  თვითმფრინავში…
მესმის მათი საუბარი.. უყურებენ ომის კადრებს…
– იმ იშო ნე პაპალო კაკ ნადა.. ნადა ბოლეე ჟოსტკაა… ნადა უნიჩტოჟით ეტიხ ხახლოф…-
ეს სიტყვები ხმამაღლა და გაწელილად წამოიწიკვინა ერთ- ერთმა და რა თქმა უნდა,  სამივემ აიტაცა ოვაციებით…. მორთეს ხორხოცი…
არ ვიცი რა დამემართა… არ ვიცი , როგორ ამომხდა ისეთი ხმა…
ჯერ რუსულად დავუწყე ყვირილი, თავს ვერანაირად ვეღარ გავუწიე ვერანაირი კონტროლი…. მთელი ტანი მიცახცახებდა სიბრაზისგან…
მერე მომინდა ყველასთვის გამეგებინებინა ჩემი სკანდალის მიზეზი…ყველა სიტყვა,  რომელიც ერთმანეთში ილაპარაკეს ჯერ იტალიელებს ვუთარგმნე, მერე ფრანგებს, ინგლისელებს…. ტელეფონში ჩავრთე ხერსონის კადრები…
ყველას სათითაოდ ცხვირწინ მივუტანეე…
– მეთქი  ჩემს მიწასაც  ეპოტინებიან…
მშვიდი ცხოვრების უფლებას არ გვაძლევენ!!!  თქვე ველურებო.. რათ გინდათ ამდენი მიწა..
მე ქართველი ვარ და არ მინდა ომი.. მგრამ არ მოგცემთ ჩემს მიწას – მეთქი……
მერე არ ვიცი რა დამემართა, ალბათ დავიღალე და ტირილი წამსკდა.. ისე ვქვითინებდი ხელებში თავჩარგული და სიბრაზისაგან კბილებს ვაჭრიალებდი…
სულ თუ ჩამხსნიდნენ რეისიდან აღარ მადარდებდა…
პირველები იტალიელები აიშალნენ.. მართლა ასე ფიქრობთო… ? ვასიები გამოიჯგიმნენ კიო…
იქ იტალიელებმა ( ნაპოლელებმა) ისეთი ,,წაუშინეს”…. გაასწორეს მიწასთან… ვაფანკულო.. წადით თქვენს ქვეყანაში… ტურისტებადაც აღარ  გვინდიხართო… არ გვინდა არც თქვენი ფულებიო.. იქ შეითხარეთო…
ფრანგები და ინგლისელები უფრო
,, მოგუდულად” , მაგრამ მაინც აყვნენ,  ჩვეული სიდარბაისლით  გადარეულ იტალიელებს და თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვეს ოთხივეს…
დაახლოებით, ოცი წუთი გაგრძელდა ეს ალიაქოთი…
ბოლოს, შეუცვალეს ადგილები და გადაუძახეს თვითმფრინავის კუდისკენ ,, ფერწასულ” ინდაურებს… და ხმის ამოღება ,, აუკრძალეს”…
თითქმის ოცი წელია ევროპაში ვცხოვრობ და მე მსგავსი , მართლა არაფერი მინახავს…
წესით და კანონით  მე ვიყავი დამნაშავე და დებოშის მომწყობი.. მეგონა,  ავიაკომპანია გაფრთხილების ბარათს  მომცემდა… ან სიტყვიერ  შენიშნვას…
მაგრამ , ნურას უკაცრავად…
თვითმფრინავიდან გამოსვლისას
გადამეხვია სამივე ბორტამცილებელი და მითხრეს , რომ ყველფერი იქნებოდა კარგად…
მეც მინდა მჯეროდეს!!!!
ყველაფერი იქნება კარგად!!!!!!!
5 მარტი. 2022 წელი
საფრანგეთი”

ექიმმა უთხრა ყველაფერი წნევის შესახებ
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის მაშინვე ყველაფერს წააგებს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთში სანქციების არ უნდა ეშინოდეთ, თუმცა საჭიროა ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„არ უნდა გვეშინოდეს. ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის ეგრევე ყველაფერს წააგებს. თუმცა აუცილებლად საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება და საჭიროა, იყო მზად ჩვენი შესაძლო მომავალი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებებისთვის. ისინი საკუთარი თავის საზიანოდვე ბევრ რამეს აკეთებენ. გგონია, რომ ამას და ამას ნამდვილად არ გააკეთებენ, რადგან ეს მათ აზიანებთ. თუმცა მაინც აკეთებენ, იდიოტები… ამიტომ, რა თქმა უნდა, სულ მცირე მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენთვის ნეგატიური შედეგები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას.

გიორგი ხოჭავა: შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და 3 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ...

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა და სამმართველოში, შემდგომ კი ე.წ. კაპეზეზე წამების ფაქტები გაიხსენა.როგორც მან აღნიშნა, მეგის ქარდავამ დაადო თავზე იარაღი და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი  მშობლების და 14 წლის ძმის მოკვლით ემუქრებოდა. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მიმდინარეობდა მისი სხვადასხვა სახით წამება.„გადამიყვანეს სამმართველოში  და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო.ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია და მე მას ვუთხარი ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და მე მას ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი, შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა.ორი დღით ადრე დამიჭირეს ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება-მიხეილ ჯანელიძე

„სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება. კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ ქართული ოცნება სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება“ — ასე აფასებს ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 13 მაისს გავრცელებულ ღია წერილს. ჯანელიძის შეფასებით, კობახიძის ტექსტი არა მხოლოდ მმართველი პარტიის თავდაცვით პოზიციას აჩვენებს, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სიღრმეზეც მიუთითებს. „კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“, - წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.

შესაძლოა, მალე დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ-ით სახის 3D გამოსახულება აღადგინონ

ახალ კვლევაში გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ ახალ ტექნიკას დნმ-ის მონაცემებისგან სახის სამგანზომილებიანი გამოსახულების აღდგენა შეუძლია. შესაძლოა, ეს კრიმინალური მეცნიერების განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმაროს.მათ გამოთვლით მოდელს დიფეისი (Difface) ჰქვია. იგი ერთეული დნმ-ის ნუკლეოტიდური განსხვავებებით სახის 3D წერტილოვან ღრუბლებზე მოქმედებს - ანუ მონაცემთა ნაკრებზე, რომელიც სახის გარე ზედაპირს წარმოადგენს.მოდელი ჩინელთა ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის — ჰანის — მონაცემთა ბაზაზე გამოცადეს. ბაზა დნმ-ის განსხვავების 9 674 წყვილსა და 3D სახის გამოსახულებებს შეიცავდა. დიფეისმა დნმ-იდან 3D გამოსახულების აღდგენაში შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ასევე, დამატებითი ინფორმაციის — როგორიცაა სქესი, ასაკი, და სხეულის მასის ინდექსი - დიფეისში ჩართვამ აღდგენილი სახის 3D გამოსახულებების ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა."საოცარია, რომ დიფეისს ინდივიდის 3D სახის გამოსახულებების გენერირება მხოლოდ დნმ-ის მონაცემებზე დაყრდნობითაც კი შეუძლია — კერძოდ კი, მათი გარეგნობის სხვადასხვა ასაკში პროეცირება", - აცხადებენ ავტორები.აღნიშნული ტექნიკა გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარებაში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამისდა მიუხედავად, ეს არც ისეთი დიდი ნახტომია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. აქამდეც ცნობილი იყო, რომ სახის ფორმას გენეტიკა განსაზღვრავს. იმის განსაზღვრაც შეგვიძლია, თუ რომელი თვისება — მაგალითად, თმის ან თვალის ფერი - რომელი კონკრეტული გენით ან გენების ნაკრებითაა განპირობებული. ამისთვის მეცნიერები სპეციალურ ტექნიკას - დნმ-ის ფენოტიპირებას იყენებენ.გარდა ამისა, ტექნიკა ჯერჯერობით სრულყოფილი არ არის. მაგალითად, გენეტიკურად ერთმანეთის მსგავს ადამიანებში განსხვავებული ნიშან-თვისებების ამოცნობა კვლავ გამოწვევად რჩება."სხვადასხვა პოპულაციებს შორის მოდელის ეფექტიანად განზოგადებისთვის რამდენიმე ნაბიჯია საჭირო. მაგალითად, Difface-ის სისწორის შემოწმება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაცემთა ნაკრებზე. ასევე იმის დადგენა, კონკრეტული სახის მახასიათებლებისთვის საჭიროა თუ არა დამატებითი გენეტიკური ლოკუსები", - ვკითხულობთ სტატიაში.მოდელის დახვეწის გზაზე ყველაზე დიდი სირთულე არა ტექნიკური, არამედ ლეგალური და ეთიკურია — კერძოდ, ინდივიდთა კონფიდენციალურობის დაცვა და არაავტორიზებული მონაცემების გამოყენების თავიდან არიდება.

პარლამენტმა უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა.საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარადგინა.„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა.„ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული ენის ცნობიერების ამაღლების და მაღალ დონეზე სწავლების მიზანმიმართულობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.ქართული ენის სავალდებულო სწავლება მომავალი აკადემიური სასწავლო წლიდან, 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

ბოლო სიახლეები