ოკუპირებულ აფხაზეთში გამთენიისას ტრაგედია დატრიალდა. გალის რაიონ სოფელ საბერიოში, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია “აიაშარა“ ტელეგრამარხზე წერს, ხანძარი ჩოლარიების სახლში გაჩნდა. ცეცხლმა მთლიანი შენობა წუთებში მოიცვა, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე გალის რაიონის ე.წ. გამგებელი კონსტანტინე ფილია მივიდა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ბავშვებიდან ყველაზე პატარა ოთხი თვის იყო.
“უბედური შემთხვევის დროს ოჯახში მხოლოდ მოხუცი ბებია იმყოფებოდა, რომელმაც გადაწყვიტა, გასათბობად ღუმელში ცეცხლი დაენთო. მას საწვავი აერია და ნავთის ნაცვლად ბენზინი შეასხა. ბენზინი აალდა, აფეთქების შემდეგად, შიშისგან ხელიდან გაუვარდა ჭურჭელი, რომელშიც ბენზინი ესხა. შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა.