პარასკევი, მარტი 20, 2026

უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვმა 3 100-ს გადააჭარბა, მათ შორის 210 ბავშვია

აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვმა 3 100-ს გადააჭარბა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფი HRANA ავრცელებს.

როგორც ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, 28 თებერვლის შემდეგ ირანში დაღუპულია 3 186 ადამიანი, მათ შორისაა 1 394 მშვიდობიანი მოქალაქე, სულ მცირე, 210 ბავშვი და 1 153 სამხედრო მოსამსახურე.

ამასთან, 639 დაღუპულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ირანში 18 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ათიათასობით სამოქალაქო ობიექტი კი დაზიანდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე დაესწრება

კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას დაესწრება.ამის შესახებ ალაჰშუქურ ფაშაზადემ ბაირამობის ლოცვის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა.„იქ სამძიმარი გამოვხატე. ილია მეორე ჩემი მეგობარი იყო. ის სომხეთის საკითხში ჩემთან იყო. ღმერთმა შეიწყალოს იგი“, – განაცხადა შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ.

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვა „უხეში არალოიალურობის აქტია“

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვა „უხეში არალოიალურობის აქტია“.მერცის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას სთხოვეს, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინისთვის დაპირებული სესხის გადახდის შესაძლო გზები მოძებნოს.„ჩვენ ვთანხმდებით, რომ არ შეგვიძლია, შევეგუოთ იმას, რაც დღეს ევროპულ საბჭოში მოხდა. ამას ექნება შედეგები, რომლებიც ბევრად სცდება ამ ერთ შემთხვევას“, – განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერის თქმით, აღნიშნულმა ნაბიჯმა ევროკავშირის შიგნით სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.„ეს არის ევროკავშირში უხეში არალოიალურობის აქტი, რომლის მსგავსი, როგორც ჩემზე გამოცდილმა კოლეგებმა თქვეს, აქამდე არ მომხდარა. დარწმუნებული ვარ, ეს ღრმა კვალს დატოვებს“, – განაცხადა მერცმა.ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს კავშირის ეფექტიანობას.„ეს არის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთგულების უხეში დარღვევა და აზიანებს ევროკავშირის მოქმედების უნარსა და მის რეპუტაციას. ვთხოვეთ კომისიას, შეისწავლოს შესაძლო გზები, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ამ სესხის გამოყოფა, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა“, – განაცხადა მერცმა.ამასთან, გერმანიის კანცლერმა არ გამორიცხა, რომ უნგრეთის პოზიცია შიდა პოლიტიკურ ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული.„შესაძლოა, უნგრეთში არსებული შიდა პოლიტიკური მიზეზები განაპირობებდეს პრემიერ-მინისტრის ამ ნაბიჯს. შესაძლოა, დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდეს სესხის გამოყოფა. ამასობაში ჩვენ ვეცდებით, დავეხმაროთ უკრაინას არსებული რესურსებით. თუმცა ვიმედოვნებთ, გონიერება გაიმარჯვებს და ერთ დღეს ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ამ სესხის გაცემას“, – განაცხადა მერცმა.

ვიქტორ ორბანი – ევროპელები გიჟებივით იქცევიან, ჩვენ რუსული ნავთობი გვჭირდება, ევროპა მის გარეშე ვერ გადარჩება

ევროპელები გიჟებივით იქცევიან, ისინი რუსული ნავთობის გარეშე ვერ გადარჩებიან, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.როგორც ორბანმა აღნიშნა, მსოფლიო ნავთობის დეფიციტის საფრთხის წინაშე დგას, ხოლო ევროკავშირის სტრატეგია ამ ვითარებაში არაგონივრულია.„ფაქტია, რომ ახლა ნავთობის გლობალური დეფიციტი კარზე აკაკუნებს. ამიტომ ევროპელების ქცევა და სტრატეგია ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ სიგიჟეა. ჩვენ უდავოდ გვჭირდება რუსული ნავთობი. ევროპა ვერ გადარჩება მის გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადანაშაულა ბრიუსელი იმაში, რომ ისინი ცდილობენ უნგრეთში ხელისუფლების შეცვლას.მისი თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი მხარს უჭერს პროუკრაინულ ძალებს და ფინანსურად ეხმარება ოპოზიციას.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანკარაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ თურქეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიას ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.„2026 წლის 19 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბერის ექინჯიმ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არჩილ კალანდიას, თურქეთის ხელისუფლების სახელით, სამძიმარი გამოუცხადა.ანკარაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩანაწერი გააკეთა.„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს და მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთ დიდ დანაკლისს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას, ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ჩანაწერში.

გოგა ხაინდრავა – ფარისევლები, კოსები, კალასები, ცჰაკები, როთები, იუნკევიჩიანები, არც ერთი სამძიმარი, მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი

არც ერთი სამძიმარი, არც ერთი, მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ X-ში წერს.„ფარისევლები! თვალთმაქცნი! ქართველ ხალხზე „ზრუნვით“ „გულდათუთქული“ – ევროსკავშირის, ევროსპარლამენტის, ევროსკომისიის, ევროსსაბჭოს, ეუთო-ს ბიუროკრატები! კოსები, კალასები, ცჰაკები, როთები, იუნკევიჩიანები! არც ერთი სამძიმარი! არც ერთი!! მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

ბოლო სიახლეები