კვირა, თებერვალი 2, 2025

„უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს“ – მეუფე შიო

უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? – თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე.

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია იწყებს ჩვენს მომზადებას მარხვისთვის და გვახსენებს იმას, რისი გაგებაც მრავალ ადამიანს უჭირს, რომ უამრავი ცხოვრებისეული საზრუნავის გარდა, არსებობს კიდევ ზრუნვა სულზე, ჩვენს შინაგან სამყაროზე და რომ სწორედ ეს საზრუნავი არის პირველხარისხოვანი, უფრო მნიშვნელოვანი.

დღეს წმინდა სახარება მოგვითხრობს ერთ ძალიან მდიდარ კაცზე, რომელიც იყო გადასახადების ამკრეფთა უფროსი, სახელად ზაქე. იმ ეპოქაში ზაქეს ეს პროფესია დაკავშირებული იყო გამომძალველობასთან, მექრთამეობასთან, უსამართლობასთან, უწესობასთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მეზვერეები ადამიანებს სძულდათ.

ერთხელ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ქალაქში შედიოდა, ზაქემ მოინდომა მისი დანახვა, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი. იმდენად უნდოდა ქრისტეს დანახვა, რომ პატარა ბიჭივით ხეზე ავიდა, რათა იქიდან დაენახა უფალი. ე.ი. მთელი ამ ქალაქის თვალწინ (ყველა იცნობდა მას, რა თქმა უნდა), ის არ დაეძებდა, რომ ამისთვის შეიძლება დაეცინათ, დაემცირებინათ, ოღონდ მაცხოვარი ენახა.

გულთამხილველმა უფალმა, რა თქმა უნდა, შეამჩნია მისი ასეთი განწყობა; ამან მიიპყრო ქრისტეს ყურადღება და როდესაც ჩამოუარა ზაქეს, მოიხმო თავისთან და შემდეგ სახლშიც კი ესტუმრა მას. ზაქეზე იმდენად იმოქმედა უფლის გულმოწყალებამ, ლმობიერებამ, რომ მასში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა ქრისტეს, რომ მე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ ამიერიდან მინდა ჩემი ცხოვრება გამოვასწორო; ჩემი ქონების ნახევარს დავურიგებ გლახაკებს და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად ავუნაზღაურებ, ოთხმაგად მივაგებო. უფალმა უთხრა: “დღეს მოვიდა ამ სახლის ხსნა, რადგან ესეც შვილი აბრაამისი არის“ (ლკ. 19,9). აი, ასე მოხდა ზაქეს ფერისცვალება.

აი, ასეთ ცოდვილ კაცში, რომელიც ყველას სძულდა და მუდამ სცოდავდა, გაიღვიძა ქრისტეს ხილვის წყურვილმა. მას ეს წყურვილი ჰქონდა ძალიან დიდი. ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, მაგრამ ასეთი წყურვილი ქრისტეს დანახვისა ბევრს არ აქვს. ადამიანები მოდიან სხვადასხვა პრობლემით, ზოგს შვილი ავად გაუხდა, ზოგს პატიმრობა ემუქრება, ზოგს რაღაც მძიმე აზრები აწუხებს, ან ნაწყენია და ამ წყენით მოცულია, ან შური აწუხებს, ან რაღაც სხვა პრობლემები და უნდათ ამისგან გათავისუფლება და ღმერთს სთხოვენ, მაგრამ რა იშვიათია, ძმებო და დებო, რომ ადამიანს ეთქვას: “მე მინდა ქრისტეს დანახვა!”. სწორედ ამიტომაც არ გვესმის, ჩვენც არ გვეუბნება უფალი იმ სიტყვებს, რომლებიც უთხრა ამ კაცს: “ზაქე, სწრაფად ჩამოდი, მე დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე” (ლკ. 19,5). რატომ უთხრა ეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ზაქემ მოინდომა მისი დანახვა და მასთან შეხვედრა.

ამდენად, უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? – თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს.

მაშასადამე, რას გვასწავლის დღევანდელი სახარება? – თუ რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა, სულის ცხონება. ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი სრულიად იცვლება, სრულიად სხვანაირი ხდება ქრისტეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე იყო მანამდე. მაგრამ ამისთვის საჭიროა, ზაქეს მსგავსად, ჩვენი ცხოვრების მთავარი მისწრაფება იყოს ქრისტეს დანახვა და მასთან დაახლოება. მხოლოდ ასეთი ადამიანი, ვინც მიაღწევს თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებს ღმერთის სასუფეველს.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ეს არის ქრისტიანობა. ამინ!

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ილოცება ელისაბედაშვილების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შონ კომბსი კლინიკაში გადაიყვანეს – რას წერს უცხოური გამოცემა

შონ კომბსი, იგივე puff Daddy, რომელიც მრავალ სექსუალურ დანაშაულშია მხილებული და სასამართლო პროცესს ელის, კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ dailymail-ი წერს. წყაროს ცნობით, ხუთშაბათს, ღამით, ბრალდებულს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია დასჭირდა, რადგან მუხლი ასტკივდა. წყარომ განმარტა, რომ puff Daddy-ის ღამით საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი არ იყო ციხეში მომხდარი დაპირისპირება, ან ჩხუბი, არამედ, ძველი დაზიანება, რომელმაც კვლავ თავი იჩინა. კვლევის შემდეგ, ის  საკანში დააბრუნეს. შონ კომბსი 2024 წლის სექტემბერში ფედერალურმა ბიურომ სექსუალური ექსპლუატაციისა და რეკეტის ბრალდებებით დააკავეს. მას შემდეგ კომბსი პატიმრობაში რჩება, რადგან სასამართლომ გირაოს მოთხოვნა რამდენჯერმე უარყო. რეპერი ბრუკლინში მდებარე დაწესებულებაში დარჩება სასამართლო პროცესის დაწყებამდე, რომელიც მაისში გაიმართება. კომბსის წინააღმდეგ ასევე შეტანილია მრავალი სამოქალაქო სარჩელიც, რომლებიც მისი მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხება. დოკუმენტების თანახმად, Diddy-ის მიმართ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება. რეპერის მეზობლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მის სახლში ხშირი იყო საეჭვო წვეულებები. ამჟამად, Diddy-ის წინააღმდეგ არაერთი სარჩელია აღძრული, რომელთაგან უმრავლესობაში მას ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ. ბრალმდებლები გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს. BBC-ის ცნობით, Diddy-მ შურისძიების მიზნით გააუპატიურა ქალი, რომელმაც მას ლეგენდარული რეპერის, 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა. ეშლი ფერჰემი კალიფორნიის პროკურატურაში შეტანილ სარჩელში აცხადებს, რომ რეპერი მას დანით, სახის დასახიჩრებით დაემუქრა. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით რეპერს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა 18 სექტემბერს, Daddy-მ სასამართლო მოსმენაზე სხვა ბრალდებები უარყო.

გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ტრიქინელოზის დაავადებაზე საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს: „ტრიქინელოზის შემთხვევები საქართველოში – რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა? რა არის ტრიქინელოზი და როგორ ვრცელდება? ტრიქინელოზი პარაზიტული დაავადებაა, რომელიც ადამიანებში უმეტესად ინფიცირებული ცხოველის (ღორის, გარეული ხორცის) დაუმუშავებელი ან არასაკმარისად მოხარშული ხორცის მეშვეობით ვრცელდება. საქართველოში დაავადების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ხორცის უსაფრთხოების საკითხს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? • ტრიქინელოზი გამოწვეულია Trichinella spp. ჭიებით, რომლებიც ხორცში არსებული ცისტების სახით ინახება და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვითარდება. • თუ ადამიანი მოიხმარს ცუდად დამუშავებულ ხორცს, პარაზიტები ორგანიზმში გადადიან და მძიმე გართულებებს იწვევენ. • ტრიქინელოზის სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე. როგორ ვრცელდება ტრიქინელოზი? ინფიცირებული ხორცის მოხმარება ტრიქინელოზი ვრცელდება უმი ან არასათანადოდ მომზადებული ღორის ან გარეული ცხოველის ხორცისგან. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ისინი, ვინც მოიხმარენ სოფლის მეურნეობაში მოშენებული ღორის ხორცს ან ნადირობის შედეგად მიღებულ ხორცს სათანადო შემოწმების გარეშე. ხორცის გაყინვა არ კლავს პარაზიტს ყველა შემთხვევაში, ამიტომ აუცილებელია ხანგრძლივი თერმული დამუშავება. როგორ ხვდება პარაზიტი ორგანიზმში? ინფიცირებული ხორცის მიღების შემდეგ, პარაზიტული ლარვები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვითარდებიან და სისხლში გადადიან. შედეგად, ისინი კუნთებში იწყებენ ზრდას და ტკივილს, ანთებას და სხვადასხვა გართულებებს იწვევენ. ვის ემუქრება ტრიქინელოზის რისკი? ყველაზე მაღალი რისკი აქვთ მათ, ვინც მოიხმარს თვითნაკეთ ხორცპროდუქტებს, როგორიცაა ტრადიციული სოსისები და ლორის სახეობები, რომლებიც სათანადო ვეტერინარულ კონტროლს არ გადის. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა ხორცის უსაფრთხოების მონიტორინგსა და შემოწმებაზე ბაზრებსა და მცირე ფერმერულ მეურნეობებში. ტრიქინელოზის სიმპტომები ტრიქინელოზი შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ან მძიმე ფორმით: დაწყებითი სიმპტომები (5-7 დღის შემდეგ): გულისრევა, ღებინება, დიარეა კუჭის ტკივილი, სისუსტე გართულებული ფორმა (2-3 კვირის შემდეგ): ცხელება (38°C-39°C) კუნთების ძლიერი ტკივილი, სახის შეშუპება თვალების ანთება, კონიუნქტივიტი გულის ან ნერვული სისტემის დაზიანება მძიმე შემთხვევებში თუ ტრიქინელოზი არ მკურნალდება, ის შეიძლება გამოიწვიოს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა გართულებები, რაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს. როგორ დავიცვათ თავი? – პრევენციის მთავარი წესები ხორცის ვეტერინარული შემოწმება ყიდვისას დარწმუნდით, რომ ხორცი სერტიფიცირებულია და შემოწმებულია ვეტერინარული სამსახურის მიერ. არ შეიძინოთ ხორცი ბაზრის ან ფერმერისგან, თუ ის არ გადის ოფიციალურ კონტროლს. სათანადო თერმული დამუშავება ღორის და გარეული ხორცის მომზადებისას ის უნდა დაიხარშოს მინიმუმ 71°C ტემპერატურაზე. შეწვის ან შებოლვის დროს ტემპერატურა უნდა იყოს საკმარისი, რომ პარაზიტი განადგურდეს. ხორცის გაყინვა (-15°C-ზე) გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზოგჯერ ეფექტურია, მაგრამ ყველა პარაზიტს არ კლავს. საკვების უსაფრთხოება სამზარეულოში არ გამოიყენოთ ის საჭრელი დაფა, სადაც ნედლი ხორცი იყო, ბოსტნეულის ან მზა საკვების მოსამზადებლად. ხელები და სამზარეულოს მოწყობილობა კარგად გარეცხეთ ნედლ ხორცთან კონტაქტის შემდეგ. მონადირეებისა და ფერმერების სიფრთხილე გარეული ცხოველის ხორცი განსაკუთრებულად უნდა შემოწმდეს. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ხორცის პროდუქტების დამზადებაში მონაწილეობთ, დარწმუნდით, რომ ხორცის წყარო უსაფრთხოა. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ტრიქინელოზზე ეჭვი გვაქვს? თუ თქვენ გაქვთ ტრიქინელოზის სიმპტომები და მიირთვით უმი ან არასათანადოდ მომზადებული ხორცი ბოლო კვირების განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დიაგნოზი დასტურდება სისხლის ტესტით და სპეციალური პარაზიტოლოგიური ანალიზით. მკურნალობა მოიცავს ანტიპარაზიტულ პრეპარატებს, როგორიცაა Albendazole და Mebendazole, ასევე სიმპტომური თერაპიას“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ქველმოქმედება, ბიზნესი თუ ფინანსური თაღლითობა – ვინ არიან ორგანიზაციის „ერთობა და სიკეთე“ დამფუძნებლები, რომლებმაც სქემაში 13 000-მდე ემიგრანტი ჩართეს

ქალი, რომელიც "კურიერი P.S.-ს" ინტერვიუზე დათანხმდა, მასშტაბურ თაღლითურ სქემაზე საუბრობს. რესპონდენტი ჰყვება, თუ როგორ ჩაითრიეს ათასობით ემიგრანტი ე.წ. ფინანსურ პირამიდაში. ჟანა ლოგუა ამბობს, რომ კარგად ორგანიზებულმა დაჯგუფებამ მხოლოდ მისგან 7000 დოლარი მიითვისა. ფინანსებთან ერთად, დაკარგა ჯანმრთელობაც. ის ონკოლოგიურ დაავადებას ამ დრომდე ებრძვის. მას შემდეგ, რაც ე.წ. პირამიდის მუშაობაზე კითხვები გაუჩნდა, ქალი მუქარის, შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახავი ყალბი ინფორმაციის გავრცელების სამიზნე გახდა, მანამდე კი ასიათასობით თანხის მითვისებაზე ინფორმაცია ემიგრანტებს გაუზიარა. ვინ დგას უპრეცედენტო თაღლითური პირამიდის უკან, რომელმაც სქემაში 13 000-მდე ადამიანი ჩართო? დაზარალებულები ამბობენ, რომ დაჯგუფებას ვინმე ბადრი აბაშიძე და რუსუდან ლომიძე ხელმძღვანელობენ. მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია სახელწოდებით "სიკეთე და ერთობა" ემიგრანტებს ე.წ. სასაჩუქრე სისტემაში ფულის დაბანდებას სთავაზობს. საწყისი შენატანის გარდა, ერთმა ადამიანმა სქემაში დამატებით ორი ადამიანის მოზიდვა და ჩართვა უნდა უზრუნველყოს, თავის მხრივ, ამ ორმა - კიდევ ორის და, ამ მეთოდით, ორგანიზაციის დახურულ ჩათში თავი ათასობით ადამიანმა მოიყარა. რუსუდან ლომიძე დახურულ ჯგუფში ე.წ. ვებინარებს უძღვება და ჯგუფის წევრებს ნათელ მომავალსაც ჰპირდება. რესპონდენტები ჰყვებიან, რომ მათ, ვისაც კითხვები უჩნდება, ჩათიდან აგდებენ და აღარც გადახდილ თანხებს უბრუნებენ. დაზარალებულთა ნაწილს კამერების წინ გამოჩენა არ სურს, რადგან ბევრი მათგანი, Facebook-ზე შექმნილი ყალბი პროფილების მეშვეობით, ერთხელ უკვე გახდა თავდასხმისა და შეურაცხყოფების სამიზნე. "კურიერი P.S-მა" ბრალდებების მთავარ ადრესატებს მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში ჩააკითხა. რუსუდან ლომიძე და ბადრი აბაშიძე ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყანაში გადახვეწილი ემიგრანტები უნდა ჩამოიყვანონ და, სამუშაოსთან ერთად, საცხოვრებელი ფართებიც უნდა მისცენ. ამბობენ, რომ მიწები ემიგრანტებისთვის შეიძინეს, თუმცა საჯარო რეესტრში უკვე წლებია, მთელი ტერიტორია სრულიად სხვა პირზეა რეგისტრირებული. ბადრი აბაშიძე "კურიერი P.S-თან" უარყოფს ფინანსური პირამიდის ორგანიზებას და ემიგრანტების ფულის მითვისებას. ამბობს, რომ არც დაზარალებულების მიმართ წარმოებულ შეურაცხმყოფელ კამპანიასთან აქვს რაიმე საერთო. პირამიდულ სქემასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს რუსუდან ლომიძეც. ამბობს, რომ ორგანიზაცია რეგიონული განვითარების პროექტით არის დაკავებული და გარკვეულ ადამიანებს ამ საქმეში ხელის შეშლა სურთ. სოფელ შაუმიანის მინდვრებში მიწის ნაკვეთები მართლაც დაამუშავეს. ამბობენ, რომ საბოლოო მიზანი ამ ტერიტორიაზე ემიგრანტების დასახლებაა. ემიგრანტების ნაწილი "კურიერი P.S.-თან" ამბობს, რომ მითვისებული თანხებით ბადრი აბაშიძემ და რუსუდან ლომიძემ საკუთარი ბიზნესი ააწყეს და სამშობლოში ემიგრანტების დაბრუნებაც მხოლოდ აფერაა. ორგანიზაციას, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, სოციალურ ქსელში კვლავ ბევრი მიმდევარი ჰყავს. რეპორტაჟზე მუშაობის პროცესში, ემიგრანტების ნაწილმა ვიდეო მიმართვებიც ჩაწერა. სჯერათ, რომ მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანის მინდვრებში, მათთვის ახალი სოფელი შენდება. ქველმოქმედება, ბიზნესი თუ ფინანსური აფერა? ამ კითხვას პასუხი ახლა საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცენ. მოქალაქეების ნაწილი პროკურატურაში საჩივრის შეტანას უკვე გეგმავს.

75 წლის მერილ სტრიპმა, ხანძრის დროს, რკინის საჭრელით ღობეში ხვრელი გაჭრა და ეზოდან გაღწევა შეძლო – ახალი დეტალები

ლოს-ანჯელესში, მასშტაბური ხანძრის შედეგად უამრავი ვარსკვლავის სახლი განადგურდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მათგანი 75 წლის მერილ სტრიპი იყო. როგორც მისი ძმისშვილი, აბე სტრიპი იხსენებთ, 75 წლის მსახიობს ექსტრემალურ სიტუაციაში საგანგებო გეგმის შემუშავება მოუწია, რათა სახლიდან უსაფრთხოდ გაეღწია. „როდესაც მერილმა სახლიდან გასვლა სცადა, წინ უზარმაზარი ხე დაინახა, რომელიც გასასვლელს კეტავდა, ამიტომ მან მეზობლისგან რკინის საჭრელი აიღო და ღობეზე მანქანის ზომის ხვრელი გაჭრა“, – ჰყვება მსახიობის ძმის შვილი.

ხატია დეკანოიძე – ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები – არ გვეშინია

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ სიტყვიერი დაპირისპირებაა. დაპირისპირება სამართალდამცველებსა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორისაც მოხდა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ქალებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული პოლიციელებმა უარყვეს. ამასთან, ხატია დეკანოიძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც მსვლელობას მიყვებიან, მოუწოდა, რომ ნიღაბი მოეხსნათ და სახე გამოეჩინათ. "ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ჩვეულებრივი ველურები და ბიძინა ივანიშვილის მსახურები, არ გვეშინია მათი - არ გვეშინია. უშვერი სიტყვებით აგინებენ ქალებს. ეს არის მათი სახე", - აღნიშნა დეკანოიძემ მედიასთან.

ბოლო სიახლეები