ორშაბათი, მარტი 3, 2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი – 6 მარტს ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება, ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები

ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება და ამისთვის ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი. განვიხილეთ ყველაფერი, რაც უკავშირდება მშვიდობას სიძლიერის მეშვეობით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების გარანტიები. ეს გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ მას ჰქონდეს საშუალება, განამტკიცოს და დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე.

ამიტომ, აქცენტი არის არა მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე, არამედ მაგალითად, ენერგოსისტემის უზრუნველყოფაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ დროთა განმავლობაში ეს იყოს ძლიერი და მდგრადი ქვეყანა. მეორე ელემენტი, რომელიც მე შემოვიტანე განსახილველად, არის ის, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ევროპის ხელახალი შეიარაღება.

ამისთვის, მე 6 მარტს, ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება. ერთი რამ ძალიან ცხადია, ჩვენ უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი ზრდა თავდაცვაში და ჩვენ მართლაც უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ჩვენ გვჭირდება საერთო ევროპული მიდგომა, მაგრამ ასევე წევრ სახელმწიფოებს სჭირდებათ მეტი ფისკალური სივრცე, რომ განახორციელონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. საქმე ეხება პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების შემდეგ, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია თავდაცვის ინვესტიციების გაზრდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, უარესისთვის მომზადება და ამიტომ თავდაცვის გაძლიერება გადამწყვეტია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აშშ-სთვის მისი გზავნილის შესახებ დასმულ კითხვაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა, რომ არ შეგიძლია შენს მეზობელთან შეჭრა, დაშინება ან არ შეგიძლია ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. ჩვენს საერთო ინტერესებში შედის მომავალი ომების თავიდან აცილება, რომ ძალიან ნათელი გავხადოთ, ეს წესები მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიები ერთად დგანან ამისთვის“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, – შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება – ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება.

📽️მშობლების შესახებ მომზადებული ემოციური რეპორტაჟი – დედისგან ნაჩუქარი სიცოცხლე მამას

ამბავი, რომელიც სამედიცინო პრაქტიკაში არცთუ ისე ხშირია - ქართველმა ქალმა მეუღლეს თირკმელი გადაუნერგა და სიცოცხლე მეორედ აჩუქა. როგორც წესი, დონორი შესაძლოა იყოს ოჯახის წევრი - შვილი, დედა, მამა, თუმცა იმის ალბათობა, რომ მეუღლე გამოდგეს დონორად, ძალიან მცირეა. ეს დამოკიდებულია ბევრ სამედიცინო პარამეტრზე, მათ შორის სისხლის ჯგუფზე.ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ოპერაცია თბილისში, უროლოგიის ცენტრში ჩატარდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ოპერაციის ჩატარება ემოციურად ქირურგსაც უჭირს. არჩილ ჩხოტუას ანგარიშზე წელიწადში 50-მდე წარმატებული ტრანსპლანტაციაა. მთელ რეგიონში ეს საუკეთესო შედეგია. ამის მიუხედავად, მუდმივად ვითარდება, პაციენტებზე დაკვირვებას, კვლევებს არც მერე წყვეტს.წლებთან ერთად, ურთიერთობების ზღვარი იშლება - მკურნალი ხდება ყველაზე უფრო ახლობელი. ტრანსპლანტაციის შემდეგ მუდმივი მეთვალყურეობა გრძელდება.ოპერაციამ მათი ამბავი ერთ დიდ თავგადასავლად აქცია. 6 წლის შემდეგ თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა მაინც - მადლიერება, სიყვარულის უწყვეტი ისტორია, კიდევ უფრო გაძლიერდა.ვრცლად ↓

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის და რეალური პრობლემების გადასაწყვეტად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თუ ის კვლავ მიიწვევს „რეალური პრობლემების გადასაჭრელად“.როგორც გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, ლონდონში, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების სამიტში მონაწილეობის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს თანასწორ დიალოგს და კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის, რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, სერიოზულ საკითხებზე გადამწყვეტი ქმედებებისა და პასუხებისთვის.„დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება გაივლის და წინ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, „ბლუმბერგის“ ცნობით, „ზელენსკი ფრთხილად არჩევდა სიტყვებს ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან თეთრ სახლში შეხვედრისას მომხდარი დაპირისპირების შემდეგ“.გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ უარი თქვა ჟურნალისტის თხოვნაზე, ინგლისურად ესაუბრა, რათა თავიდან აეცილებინა არასწორი ინტერპრეტაცია.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე ფიქრს და მეტი ვიფიქროთ მოძალადე მიგრანტებზე, რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პუტინზე ფიქრს ნაკლები დრო უნდა დაეთმოს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, მეტად უნდა იფიქრონ მოძალადე მიგრანტებზე, რათა ისე არ დაასრულონ, როგორც ევროპამ.„ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე ფიქრს, და მეტი უნდა ვიფიქროთ მოძალადე მიგრანტებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებზე და ადამიანებზე ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან,რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ“, – წერს დონალდ ტრამპი.

შალვა პაპუაშვილი – უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის, გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ, ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება...

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხოს ჭკუაზე სიარულით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, „მათ არ ესმით, რითი თამაშობენ, რას რისკავენ“.„ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია – უპასუხისმგებლო, ქვეყნის და ადამიანების ბედით მოთამაშეთა. უცხოელებმა კი საკუთარი ქვეყნების მოკლე ინტერესებს გვანაცვალეს. კინაღამ ძირშივე უნიათო პოლიტიკის მსხვერპლად გვაქციეს. გადაგვარჩინა ჩვენი საზოგადოების სიბრძნემ და მისი ხელისუფლების სიმტკიცემ. გადაგვარჩინა ხალხის რწმენამ და ნდობამ, ისტორიულმა მეხსიერებამ და უმრავლესობის კეთილგონიერებამ. ეს უნდა გავიხსენოთ ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, „ენჯეოები“ მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს – სამი წლის წინ ჩვენ მათ გაგვწირეს.არშემდგარი ომის, არდაღუპული ხალხის და არდანგრეული ქვეყნის ისტორია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები