პარასკევი, თებერვალი 7, 2025

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჰააგის სასამართლოს უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ, ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას

ჰააგის სასამართლოს უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ, ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლო პასუხისმგებლობას აკისრებს საერთაშორისო დანაშაულებზე.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას უზრუნველყოფს და ხმას აწვდენს მსხვერპლს მთელ მსოფლიოში. მას უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ. ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებებზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პეტრე ცისკარიშვილი – გახარია მანდატს ებღაუჭება, მას ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დაუდგება, ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ხალხის, ოპოზიციის მხარეს, თუ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს „უპრავებენ“

გახარიას გადაწყვეტილება გასაგებია, ის საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება, უნდა რაღაცნაირად შეინარჩუნოს ეს ადგილი პარლამენტში, მაგრამ მათ ფრაქციასაც სულ რამდენიმე თვეში დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აპრილ-მაისში ვნახავთ რეალურ სახეს, გახარიაs პარტია არის ხალხის, ოპოზიციის მხარეს თუ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს „უპრავებს“. „ამ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ან მოუწევთ პარლამენტში შესვლა და დაფიქსირება, ამ რეჟიმის ამ ფორმით ერთგვარი ლეგიტიმაცია, მათთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნა, იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ყოფნა PACE-შიც კი არავის უნდა, ან „ოცნებას“ მოუწევს მათი გარიცხვა არა განცხადებების საფუძველზე, არამედ გაცდენების გამო. ეს ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დადგება. მაშინ ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ისინი ხალხის, ოპოზიციის მხარეს, უერთდებიან სულისკვეთებას, რომელიც არის, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, თუ „უპრავებენ“ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს და ლეგიტიმაციას აძლევენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა. ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია. ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი. წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

გაიცანით ახალგაზრდა ნეიროქირურგი, რომელმაც უნიკალური ოპერაციის შედეგად, პაციენტს თავის ტვინიდან ცოცხალი ჭია ამოუღო

დღეს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა უნიკალური ოპერაციის ვიდეო-კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს ნეიროქირურგი პაციენტის თავის  ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭიას... როგორც ექიმი ვრცელ პოსტში წერს, პაციენტს "მეზობელ" სახელმწიფოში მე-4 სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ირკვევა, ეს უნიკალური ოპერაცია ნეიროქირურგმა, გიორგი სექანიამ ჩაატარა. ფაქტის შესახებ, სწორედ მისი პოსტიდან გახდა ცნობილი. "მინდა გაგიზიაროთ საინტერესო, იშვიათი და შესაძლოა პირველი ფაქტი მედიცინის ისტორიაში, ჩვენი ნეიროქირურგიული პრაქტიკიდან, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ. მდედრობითი სქესის პაციენტი, სამწლიანი ანამნეზით. იმყოფებოდა ჩვენს „მეზობელ“ სახელმწიფოში, სადაც ონკოლოგიური დაავადების გამო ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექცია. ონკოლოგიური სიფხიზლის გათვალისწინებით, პაციენტს უტარდებოდა დიაგნოსტიკური კვლევები, თავის ტვინის მრ კვლევით მარჯვენა თხემის წილში ნანახი იქნა მოცულობითი წარმონქამნი. ვციტირებ პაციენტის სიტყვებს - “3 წლის მანძილზე 8-ჯერ ჩამიტარდა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბოლოს მითხრეს რომ სიმსივნის მე-4 სტადია მქონდა, შემომთავაზეს ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არ მინდოდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი და გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება“. საქართველოში ყოფნის პერიოდში პაციენტს განუვითარდა გენერალიზებული გულყრა, კონსულტირებულ იქნა ჩემს მიერ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. ქალბატონს შევთავაზე წარმონაქმნის ამოკვეთა, დავიწყეთ განმეორებითი კვლევები. ჩატარებული-თავის ტვინის მრ კვლევის მიხედვით წარმონაქმნის ლოკალიზაცია შეიცვალა, თხემის ნაცვლად ვერიფიცირდებოდა საფეთქელში. დაიგეგმა ოპერაციული ჩარევა. სავარაუდო/წინასწარი დიაგნოზი იყო თავის ტვინის მეორადი სიმსივნე (ახალი მეტასტაზი), თუმცა ოპერაციული ჩარევის დროს, თავის ტვინში ნანახი იქნა 15სმ-მდე ცოცხალი სოლიტერი, რომელიც გადაადგილდებოდა თავის ტვინში. პარაზიტი გაიგზავნა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სახეობა - Taenia solium (ღორის სოლიტერი). ჯერ-ჯერობით ეს არის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ცოცხალი ბრტყელი ჭიის არსებობის თავის ტვინში. ფაქტი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლას, რაზეც ამ ეტაპზე ვმუშაობთ. ამჟამად პაციენტი იმყოფება პალატაში, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, იმყოფება ნეიროქირურგების, ნევროლოგების და პარაზიტოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. გრძელდება შემთხვევის კლინიკური კვლევა. (ტექსტი კოლეგებისთვის) სიმსივნის ინტრაცერებრული ლოკალიზაციის გამო (3 სმ კონვექსიდან), ცერებროტომიის წინ გამოვიყენეთ ულტრაბგერითი აპარატი, მიღებული სურათზე წარმონაქმნი მკვეთრად დიფერენცირდებოდა ტვინის ქსოვილისგან, რაც არ არის დამახასიათებელი თავის ტვინის პირველადი ან მეტასტაზური დაზიანებისთვის. დაზიანების ირგვლივ ვლინდებოდა ტვინის პერიფოკალური შეშუპების სურათი, ტვინის თეთრი ნივთიერებისთვის არადამახასიათებელი ვასკულირება, თუმცა ეს ცვლილებები მაინც არ მივიჩნიეთ საკმარისად მოცულობითი წარმონაქმნის დასადასტურებლად, გავაგრძელეთ მიდგომის პროცესი. თავის ტვინში, უკანა რქასთან ნანახი იქნა მოძრავი პარაზიტი, რომელიც დაუზიანებლად ამოვიყვანეთ. ტექსტის განახლება: (P.S) მადლობა კომენატარებისთვის, 'საუკეთესოობამდე' დიდი გზაა გასავლელი :)) კონკრეტულად ამ ოპერაციის ჩატარება არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ საჭიროებებს, ან ზებუნებრივ "სქილებს" ეს შემთხვევა საინტერესოა მისი უნიკალურობით. ჩვენთან ტარდება ბევრად რთული ნეიროქირურგიული ოპერაციები და ამ ქვეყანას ყავს ძალიან მაღალი დონის ნეიროქირურგები, რომელთა გამოცდილების, ცოდნის გაზიარება დიდი პრივილეგიაა პირადად ჩემთვის. აქვე დავამატებ, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამხელა განსხვავებაა ქვეყნის განვითარებასა და ნეიროქირურგიულ დონეს შორის." - წერს ნეიროქირურგი გიორგი სექანია.

ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი – ირაკლი ქადაგიშვილი

"ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ მოსაფიქრებელი დრო" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ახლა ორი არჩევანი აქვს, დატოვოს პარლამენტი თუ გააგრძელოს იქ პოლიტიკური საქმიანობა. "ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ უკვე დრო მოსაფიქრებელი, მაგრამ მათ არა მარტო თავიანთი თავი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც უგულებელყვეს. ახლა გახარიას და მის კურატორს აქვთ არჩევანი - დატოვოს გახარიამაც თუ გამოიყენოს საპარლამენტო ველი ამ პოლიტიკური პარტიისათვის. ეს, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ამ უახლოეს პერიოდში, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა იწვევს მწვავე დამოკიდებულებას და დაპირისპირებას ოპოზიციის შიგნით. იმიტომ, რომ იმ პარტიებმაც, რომლებმაც არ მოინდომეს პარლამენტში შემოსვლა და რეგლამენტის მიხედვით მათ გაუუქმდათ მანდატები, მათ შიგნითაც ძალიან დიდი უკმაყოფილება და დაპირისპირება ჰქონდათ. ამის პირველი მაგალითი იყო, როდესაც ერთ-ერთმა წევრმა, კონკრეტულად ქალბატონმა თამარ კორძაიამ დატოვა პოლიტიკა. იმიტომ, რომ ოპოზიციაში ვითარება ამჟამად ძალიან მძიმეა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დიმიტრი პესკოვი – უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთმინება გვჭირდება

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებასთან დაკავშირებით აშშ-დან ჯერჯერობით არსებითი წინადადებები არ არის. „ამ დროისთვის თემაზე დასამატებელი არაფერი გვაქვს. ბევრი განცხადება და ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც მეორე დღეს უარყოფილია ან იცვლება. არ არსებობს, არც შესაძლებლობა და არც სურვილი გვაქვს, რომ გამოვეხმაუროთ ყველა ასეთ განცხადებას, სანამ რაიმე არსებითი არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ მოთმინება გვჭირდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ბოლო სიახლეები