უკრაინა უნდა გახდეს ფოლადის ზღარბი, რომელიც ამჟამინდელი და მომავალი აგრესორებისთვის მოუნელებელია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, პარიზში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დაუღალავად ვიბრძოლებთ უკრაინის სიძლიერის, ევროპის უსაფრთხოებისა და მშვიდობის მისაღწევად. უსაფრთხოების გარანტიების პირველი და ყველაზე ძლიერი ხაზი არის ძლიერი უკრაინის შეიარაღებული ძალები, შეზღუდვების გარეშე. ჩვენ უნდა ვაქციოთ უკრაინა ფოლადის ზღარბად, რომელიც ამჟამინდელი და მომავალი აგრესორებისთვის მოუნელებელია. ეს ნიშნავს მდგრად შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ძლიერი, კარგად აღჭურვილი და თანამედროვეა. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიები აჩქარებენ თანამშრომლობას ამის მისაღწევად. ევროპა გააგრძელებს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას. თითქმის 90 000-მა უკვე გაიარა ტრენინგი და ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ მეტს გავაკეთებთ“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.