მშვიდობისკენ გზა არის სიძლიერე, სისუსტე ასაზრდოებს ომს, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და ამავე დროს გავზრდით ევროპულ თავდაცვას, – ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში თავდაცვის საკითხზე სამიტის დაწყებამდე სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„გზად ლონდონისკენ, რათა ხაზი გავუსვა ევროპის მიმდინარე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომელსაც შეუძლია, შედეგად მოიტანოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. მშვიდობისკენ გზა არის სიძლიერე. სისუსტე ასაზრდოებს ომს. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და ამავე დროს გავზრდით ევროპულ თავდაცვას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.