ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის გულების ღორის ემბრიონებში გაზრდა შეძლეს.
Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტში ქიმერების შექმნის მეთოდი გამოიყენეს, როდესაც ორგანიზმში ადამიანისა და ცხოველის უჯრედებია შეზავებული. ასეთ პირობებში შესაძლებელია გადანერგისთვის ვარგისი ორგანოების განვითარება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნოლოგია დონორული ორგანოების ნაკლებობის პრობლემას გადაჭრის.
მეცნიერებმა განმარტეს, რომ მუშაობისთვის ღორები ადამიანის ანატომიასთან მათი მსგავსების გამო აირჩიეს.
მეთოდი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. თავდაპირველად ღორის ემბრიონს გულის ფორმირებისთვის საჭირო გენებს აცლიან. შემდეგ კი ემბრიონში წინასწარ მოდიფიცირებული ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეჰყავთ, რომლებსაც ზრდისა და გადარჩენის მაღალი უნარი აქვთ.
როდესაც ემბრიონი მორულის ეტაპს აღწევს – დაახლოებით 12 უჯრედამდე, მას სურგოგატი ღორის ორგანიზმში ათავსებენ. ამის შემდეგ ადამიანის უჯრედები იწყებენ გულის ფორმირებას. ამ ექსპერიმენტში გულები 21 დღე ვითარდებოდა.
მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებულ ორგანოების გასაზრდელად ტრანსპლანტაციისთვის. ამჟამად განვითარებაზე დაკვირვება დროებითია შეზღუდული, ხოლო ეთიკური საკითხები საერთაშორისო დისკუსიას საჭიროებს .