უნგრეთის პარლამენტმა ექვს ოპოზიციონერს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეუზღუდა, მას შემდეგ, რაც ლიბერალური პარტია „მომენტუმის“ წევრები შეეცადნენ, ჩაეშალათ კანონის მიღების პროცესი, რომელიც ლგბტქ+ საზოგადოებას ყოველწლიური პრაიდ-მარშის ჩატარებას უკრძალავს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სესიაზე ფერადი კვამლის ყუმბარები გაუშვეს. შედეგად, სამ დეპუტატს პარლამენტში ორი თვის ვადით შესვლა აეკრძალათ და ჯარიმის სახით, ხელფასი ექვსი თვის ვადით დაუყოვნდებათ. კიდევ სამ დეპუტატს კი, პარლამენტში შესვლა ერთი თვის ვადით შეეზღუდათ, ხელფასს კი ოთხი თვით დაუკავებენ.
საერთო ჯამში, ჯარიმა 80 მილიონ უნგრულ ფორინტს, დაახლოებით 200 000 ევროს შეადგენს და ყველაზე დიდ ჯარიმას წარმოადგენს, რომელიც დეპუტატებისთვის ოდესმე დაუკისრებიათ.
უნგრეთის მმართველმა პარტია „ფიდესმა“ ლგბტქ+ თემისთვის ყოველწლიური პრაიდის ჩატარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 17 მარტს წარადგინა, მომდევნო დღეს კი დოკუმენტს 136 ხმით, 27-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
პრაიდის აკრძალვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში, მასშტაბური საპროტესტო აქციაც გაიმართა.