ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

უკრაინულ-ამერიკული საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება 57 მინერალს ეხება, დოკუმენტში ასევე საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე

აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებს შორის უკრაინულ-ამერიკული საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმება 57 მინერალს ეხება. დოკუმენტში ასევე საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს, რომელიც დოკუმენტს გაეცნო.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება ადგენს ორი ქვეყნის მთავრობებს თანამშრომლობის პოლიტიკურ პარამეტრებს საბადოების დამუშავებაზე, წიაღისეულის გაყიდვაზე და ამერიკულ დახმარებაზე, მათ შორის სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.

ამასთან, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, შეთანხმების ბევრი დეტალი განსაზღვრული იქნება ტექნიკურ შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ჯერ არ არის მზად ხელმოსაწერად.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ 30 აპრილს გაფორმებული დოკუმენტი სულ 12 გვერდისგან შედგება მაშინ, როდესაც წინა პროექტი, რომელიც აშშ-მა უკრაინას მარტში გადასცა, 90-გვერდიანი იყო.

„ევროპეისკაია პრავდა“ ასევე წერს, რომ ხელმოწერილი შეთანხმების პარამეტრები შეესაბამება იმ ძირითად პუნქტებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა წინა დღეს გაასაჯაროვა. შეთანხმება ნამდვილად დეტალურად აღწერს გარანტიებს, რომ ის არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებებს და უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირის  წევრობისკენ. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმებასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებთან შეთანხმების დებულებები უნდა გადაიხედოს.

მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი უკრაინას არ უქვემდებარებს ამერიკულ სამართლებრივ სისტემას – დავები წყდება კონსულტაციების საფუძველზე. ასევე, დოკუმენტი არ ითვალისწინებს უპირატესობის უფლებას ამერიკული კომპანიებისთვის უკრაინაში მინერალური რესურსების მოპოვების ლიცენზიის მისაღებად. ამავე დროს, ამერიკულ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ წვდომა წიაღისეულის შესაძენად აუქციონებზე ან მოლაპარაკებებზე სხვა მყიდველებზე არანაკლები პირობებით.

დოკუმენტში შესულია იმ წიაღისეულის ჩამონათვალი, რომლის მოპოვებასაც ეხება შეთანხმება. სიაში 57 წიაღისეულია: ალუმინი, სტიბიუმი, დარიშხანი, ბარიტი, ბერილიუმი, ბისმუთი, ცერიუმი, ცეზიუმი, ქრომი, კობალტი, სპილენძი, დისპროზიუმი, ერბიუმი, ევროპიუმი, ფტორი, ფლუორიტი, გადოლინიუმი, გალიუმი, გერმანიუმი, ოქრო, გრაფიტი, ჰაფნიუმი, ჰოლიუმი, ინდიუმი, ირიდიუმი, ლანთანი, ლითიუმი, ლუტეციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ნეოდიმი, ნიკელი, ნიობიუმი, პალადიუმი, პლატინა, კალიუმი, პრაზეოდიმი, როდიუმი, რუბიდიუმი, რუთენიუმი, სამარიუმი, სკანდიუმი, ტანტალი, ტელური, ტერბიუმი, თულიუმი, კალა, ტიტანი, ვოლფრამი, ურანი, ვანადიუმი, იტერბიუმი, იტრიუმი, ცინკი, ცრკონიუმი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი.

ამასთან, საუბარია მხოლოდ ახალ საბადოებზე, რომელთა დამუშავების ლიცენზიებს უკრაინა შეთანხმების ამოქმედების შემდეგ გასცემს. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია წიაღისეულის ჩამონათვალის გაფართოება.

შეთანხმება არ მოიცავს უკრაინული ინფრასტრუქტურიდან შემოსავლებს, როგორც ეს თავდაპირველად ამერიკული მხარის შემოთავაზებაში იყო. უკრაინა საერთო ფონდში ჩადებს ლიცენზიების გაყიდვიდან და წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებული გადასახადებისგან შემოსავლებს.

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ღირებულება ჩაითვლება კაპიტალის შენატანად, მათ შორის დახმარება შეიარაღების სისტემებით, საბრძოლო მასალებით, ტექნოლოგიებით ან წვრთნით.

ამასთან, როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული ზოგიერთი პუნქტი შეთანხმებაში გაწერილი არ არის. მაგალითად, მასში არ არის ნახსენები ფონდის მართვის პრინციპი, ასევე აშშ-ის ვალდებულება, არ გაიტანოს ფონდიდან შემოსავლები ათი წლის განმავლობაში, არამედ სახსრების 100 პროცენტი უკრაინის აღდგენაში დააბანდოს. აღნიშნული პუნქტები მომდევნო შეთანხმებაში უნდა გაიწეროს, რომლის ტექსტზეც მუშაობა მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე სამადაშვილი – ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში იგეგმება, საბოლოო წმენდა დასავლური პოლიტიკის ერთგული კადრებისგან, გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის – დიდხანს თუ გაჩუმდები, ნიანგი...

ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში იგეგმება - საბოლოო წმენდა დასავლური პოლიტიკის ერთგული კადრებისგან - გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. გაკვეთილი კი ისაა, რაც ჩერჩილმა დიდი ხნის წინ თქვა, „ნიანგთან ზავი მხოლოდ იმაზე გამოდის, ბოლოს შეგჭამს თუ არა“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმება და 250 პირის გათავისუფლება იგეგმება.სამადაშვილის თქმით, აფასებს ყველას, ვინც გააპროტესტა „ევროპული მომავლის გაუქმება“.„გასაოცარი იყო ჩემთვის დუმილი, რომლითაც დიპლომატიური სამსახური ხვდებოდა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას, რომელიც აშკარად და დაუფარავად მიდის უკვე წლებია. განსაკუთრებით დამაყრუებელი იყო მათი სიჩუმე, როდესაც პირველ ჯერზე, აგენტების რუსული კანონის ინიცირება მოხდა. სიჩუმე, როდესაც კანონი მიიღეს.ვაფასებ ყველას, ვინც 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის განაცხადზე საპასუხოდ სწორი ნაბიჯი გადადგა, ქვეყნის ერთგული დარჩა და გააპროტესტა ევროპული მომავლის გაუქმება.მაგრამ დიდხანს თუ გაჩუმდები, ნიანგი უბრალოდ მოგვიანებით შეგჭამს. წესით გაკვეთილია ყველასთვის, ვინც ხედავს, რომ რუსეთის მსახურებას აიძულებენ და დღემდე ჩუმადაა“, -განაცხადა სამადაშვილმა.

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა,ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას-ირაკლი...

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თავდაცვის ძალებმა საკუთარი ისტორია გმირობითა და სისხლით დაწერეს.მისი განმარტებით, ქართული ჯარისადმი საყოველთაო ნდობა და სიყვარული სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული.„ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას“, – განაცხადა მინისტრმა.ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარის დღე მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს და განაცხადა, რომ მათ ყველგან და ყოველთვის, სადაც უბრძოლიათ, საუკეთესოდ წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და მისი გაუტეხელი ბუნება.თავდაცვის ძალების 34 წლის იუბილე სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

კახა კალაძე – საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა

საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა და კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რასაც ახალი ადმინისტრაციისგან ველოდებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდის აშშ-ში ვიზიტსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვაზე საუბრისას განაცხადა.კახა კალაძის თქმით, საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს.„ჩვენ გვინდა მეგობრობა. ეს არაერთხელ პრინციპულად დაგვიფიქსირებია და მინდა, კვლავაც ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოხდეს გადატვირთვა, რასაც ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა. ის დამოკიდებულება, რაც იყო, არავისთვისაა მისაღები – არც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვარ, არც მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, როგორ დიდ სახელმწიფოზეც არ უნდა იყოს საუბარი.„არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ვინმეს უკანა ეზო იყოს, როგორი დიდი ქვეყანაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. ეს უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის ინტერესს, შევინარჩუნებთ მშვიდობას. გრძელვადიანი მშვიდობა დღეს საქართველოს სჭირდება ისე, როგორც არასდროს. როგორც ევროპასთან, ისე აშშ-თან გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა და არა – ბატონყმური დამოკიდებულება. ამას ვერ და არ დავუშვებთ, ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება „დიფ სთეითთან“ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძოლას, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება აკვირდება ამ პროცესს.„არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკვირდებით პროცესებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება იყო. პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, ის ჯერ დამარცხებული არ არის. „დიფ სთეითს“ საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ის დამარცხებული იქნება და ამას შეძლებს აშშ-ის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენზე და ჩვენთან ურთიერთობებზეც. არ იფიქროთ, რომ აშშ-ში ყველაფერი დალაგებულია. იქაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ჩემო მფარველო ანგელოზო“ – მარიამ მდივანი ძმას ემშვიდობება

ცნობილ მსახიობს და "ტიკ-ტოკერს", თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.გიორგი მდივანი დღეს დაკრძალეს.გიოს ემოციურად ემშვიდობება მისი და, მარიამ მდივანი:„ჩემო მფარველო ანგელოზო... მე შენ ყოველთვის მეყვარები“,- წერს მარიამი. „გიო გული ამოგვაგლიჯე ჩემო კეთილო, მხიარულო და თბილო ბიჭო!...  ასეთი ტკივილი პირველად განვიცადეთ, ჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებ ეს რა ტრაგედია დაგვტრიალებს თავს.. არ ვიცი როგორ ვანუგეშო თამუნა, კუკა, სალომე და მარიამი... განადგურებულები ვართ. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ვილოცოთ შენთვის“,- წერენ გიოს ახლობლები.ცნობისთვის, ნათლიის გავრცელებული ინფორმაციით, გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

კახა კალაძე – დაფინანსებები შემოდიოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი შეასრულებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციური პროცესები იმართებოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ადამიანები მოეყვანათ. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უცხოელ დიპლომატებთან ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.„ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, არ იფიქროთ, რომ ხორციელდება ადგილობრივების, ე.წ. ქართული ოპოზიციის ხედვებით, ან მათ აქვთ რამე მოფიქრებული, რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ყველაფერი იმართება უცხოეთიდან, უცხოელების კარნახით. ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობები. ყველაფერი შემოდიოდა უცხოეთიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოეყვანათ მათთვის სასურველი ადამიანები, აგენტურა, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი და თვალდახუჭული შეასრულებენ. ეს არის მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს გარედან არ მიეცეთ იმის შესაძლებლობა, ქვეყანაში რამე დაძაბულობა შემოიტანონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება კითხვას რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში „მაიდნის“ სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლება, დიდი ხანია, საუბრობს.„ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს დაწყებული საუბარი ამაზე. თავიდან შეიძლება, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, თუმცა, ეს ყველამ დაინახა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე და გამოაქვეყნეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები – USAID-ი, NED-ი პირდაპირ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების დამხობაში, სახელმწიფო გადატრიალებაში. ამაში ხარჯავდნენ ფულს. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, ორგანიზებული იყო და არავინ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდებოდა. რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის. თუნდაც 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ. ხომ ყველამ ვიცით, ის პარალელური დათვლები ვისი დაფინანსებული იყო. საზოგადოება რომ მოატყუეს, თითქოს აცდენილი იყო, არადა, რეალურად ერთი ერთში იყო ცესკო-ს მიერ მიღებული მონაცემები და მათი პარალელური დათვლების შედეგი. ასეთი რაღაცები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება და სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები