უკრაინელთა 72% აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ცნობით, როგორც „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, გამოკითხულთაგან 25%-ს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ „ძალიან უარყოფითი“ დამოკიდებულება აქვს, 47%-ს კი – ნეგატიური.
როგორც მედია წერს, ამერიკის პრეზიდენტის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი გამოკითხულთა მხოლოდ 22%. ამასთან, პოზიტიურად განწყობილთა შორის, ძირითადად 18-35 წლის მამაკაცები არიან.
გამოკითხვა 11-14 ნოემბერს, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატით ჩატარდა და საერთო ჯამში, 1 000 რესპონდენტის მონაცემებს ასახავს.

