პარასკევი, ივლისი 18, 2025

უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ყოფილი ვიცე-პრემიერის, იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა.

სვირიდენკოს კანდიდატურას 450-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობამ, 262-მა წევრმა მისცა ხმა.

ელექტრონული ხმის შედეგებმა აჩვენა, რომ 22 წევრი ეწინააღმდეგებოდა მის დანიშვნას, 26-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

2021 წლის ნოემბერში სვირიდენკომ ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობები დაიკავა. მისი მონაწილეობით, 2025 წლის მაისში ამერიკასთან სასარგებლო წიაღისეულის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტემი ბრუსი აცხადებს, რომ აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს

აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.„ამერიკის შეერთებული შტატები ნათლად გმობს ძალადობას. ყველა მხარემ უკან უნდა დაიხიოს და ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, რომელიც ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას მოიტანს“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას.„ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ ძალისხმევას რეალური დეესკალაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გუშინ აღნიშნა, ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“,- განაცდადა ბრუსმა.ბრუსმა აღნიშნა, რომ შეთანხმების წარმატება დამოკიდებულია ყველა მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.„ეს მოითხოვს ყველა მხარისგან თავიანთი ვალდებულებების შესრულებას, და ეს არის ის, რასაც ჩვენ ველით მათგან“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, მისივე თქმით, აშშ-მა არ დაუჭირა მხარი ისრაელის დარტყმებს.

16 წლის ბიჭს 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული – მოზარდი აპარატიდან მოხსნეს

კვლავ მძიმე რჩება 16 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.16 წლის ბიჭი მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს.ექიმების დიდი ძალისხმევის შედეგად ის უკვე მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 10 ივლისის ღამით ზემო ყულარში მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, 16 და 19 წლის მოზარდებს შორის დაწყებული კონფლიქტი მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. ერთმა ახალგაზრდამ მეორეს მრავლობითი დანის ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.შსს-მ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დააკავეს ქალი, რომელმაც ყოფილი შეყვარებული გაიტაცა და გააუპატიურა

ზიმბაბვეში ქალმა ყოფილი შეყვარებული გაიტაცა, სასტუმროში წაიყვანა და გააუპატიურა. რამდენიმე ბრალდებით ქალი უკვე დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, ინციდენტი შაბათს, 12 ივლისს, ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში მოხდა. დილით, 26 წლის ამანდა ჩიზანგა ჩაკანიუკა თავისი ყოფილი შეყვარებულის, 38 წლის ლინოს გაპანგას სახლში მივიდა. გოგონას თან ხუთი თანამგზავრი ახლდა.მამაკაცი შავ BMW-ში ჩასვეს და ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროში წაიყვანეს.  ქალის მიერ დაქირავებულ ოთახში შეათრიეს და „ჯადოს მოსახსნელად“ მასთან დაუცველი სექსი აიძულეს. ამის შემდეგ, გოგონას თანამზრახველებმა მამაკაცს 142 აშშ დოლარი წაართვეს და გაუჩინარდნენ, ის კი სასტუმროში მიატოვეს.ქალსა და მის თანამზრახველებს ბრალი წაუყენეს გატაცებასა და ძარცვაში.„პოლიციამ გატაცებისა და ძარცვის საქმესთან დაკავშირებით ქალი დააკავა. საქმეში კიდევ ხუთი მამაკაცი ფიგურირებს. დაზარალებულს სახის შეშუპება, ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა. ის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიციელმა.

პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს

პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს.ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახური აღნიშნავს, ერთ-ერთ ქართველს მოსამართლეებმა 12 განაჩენი გამოუტანეს ქურდობისთვის. დანარჩენები დაკავებულნი იყვნენ, მათ შორის, მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და პოლონეთში არალეგალურად ყოფნის გამო.პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის (Straż Graniczna) ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანა იძულებით ან ნებაყოფლობით 4 600-ზე მეტს უცხოელს დაატოვებინეს.დეპორტირებულ უცხოელებს შორის იყვნენ პირებიც, რომლებიც სხვისი არალეგალური გადაადგილების ორგანიზებას უწყობდნენ ხელს.

თინა ბოკუჩავა – კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, გიორგი გახარია ირელევანტურ კლოუნად იქცა

კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, გიორგი გახარია ირელევანტურ კლოუნად იქცა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, გიორგი გახარიას ციხის ეშინია.„კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს აქ დარჩენილებს, ვინც მართლა ვიბრძვით და მისგან განსხვავებით არც ციხის გვეშინია, „შამპანურის „ბაკალით“ ზღვაზე წამოწოლილები“ ვერ დაამარცხებენ ივანიშვილსო. ეს სიტყვა ხშირად გამოიყენა დღევანდელ ეთერში და ეტყობა ფროიდის ეფექტია. მართლა ირელევანტურ კლოუნად იქცა გიორგი გახარია“, – წერს ბოკუჩავა.

ბოლო სიახლეები