დონალდ ტრამპს, რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში, სამი რეალური ბერკეტი ექნება – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური.
ეს განცხადება კიევ-მოგილიანის აკადემიის ლექტორმა, ანალიტიკური ცენტრის, „უკრაინული პრიზმის“ ექსპერტმა, ალექსანდრე კრაევმა ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (LSM+) ინტერვიუში გააკეთა.
კრაევის თქმით, პუტინზე გავლენის ამ ბერკეტებს ეფექტურობის სხვადასხვა ხარისხი აქვთ, მაგრამ ყველა მათგანი კარგად მუშაობს. პირველი ბერკეტი სამხედრო ზეწოლას გულისხმობს:
„ტრამპი ყოველთვის ამბობდა, რომ თუ რუსეთი [სამშვიდობო] მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, ის უკრაინას გადასცემს ყველა იარაღს, რაც შეერთებულ შტატებს აქვს, გარდა ბირთვულისა. (…) ამიტომ, სრულიად ლოგიკური იქნება, თუ ტრამპი პუტინს ამ მხრიდანაც შეუტევს“.
მეორე ასპექტი ეკონომიკურია. მასში იგულისხმება რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, სანქციების რეჟიმის გაფართოება და პარალელურად – ჩინეთზე ზეწოლაც. უფრო მეტიც, ეს ბერკეტი ამოქმედებულია და უკვე მუშაობს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთს აღარ სურს რუსეთის ე.წ „ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის” დაქირავება და, პრინციპში, მოსკოვთან კონტრაქტების გაფორმების შემცირებას იწყებს. ამას პეკინი 2022 წლიდან აკეთებს. ასე რომ, ტრამპს ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტები ნამდვილად გააჩნია და ისინი საკმაოდ სერიოზულია“, – განმარტა უკრაინელმა ანალიტიკოსმა.
კრემლზე გავლენის მოხდენის მესამე ბერკეტი გეოპოლიტიკური ხასიათისაა და გულისხმობს აშშ-სა და ევროკავშირის მზარდ ზეწოლას ჩინეთზე, რათა ერთობლივად აიძულონ რუსეთი, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, აშშ პირველ ადგილზეა, ხოლო ევროკავშირი – მეორეზე, მაშინ, როდესაც რუსეთს ჩინეთის სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ მე-18-20 ადგილი უკავია“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
„(…) ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არსებობს კონკურენცია, მაგრამ დასავლეთთან მეტ-ნაკლებად ადეკვატური თანამშრომლობა არსებობს. თუ ჩინეთს ეს არ სურს, თუ მას სურს რუსეთის დახმარება – შესანიშნავია. მეორეს მხრივ, მას აქვს იაფი ნავთობი და გაზი, მაგრამ ტრამპის, ევროკავშირის მიერ მაქსიმალური სანქციები, დასავლური ბაზრების დახურვა, იქ ვაჭრობისა და მუშაობის შეუძლებლობა და ფაქტობრივად თავად ჩინეთისგან რაიმე აქტიური მოქმედებისთვის მომზადების შეუძლებლობა“, – განაგრძო მან.
„ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არის კონკურენცია, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს დასავლეთთან მეტ-ნაკლებად ადეკვატური თანამშრომლობის ფუნდამენტი. მეორე მხრივ, რუსეთს აქვს იაფი ნავთობი და გაზი, მაგრამ კრემლს დაწესებული აქვს მაქსიმალური სანქციები აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან, დასავლური ბაზრები მოსკოვისთვის დახურულია, იქ ვაჭრობა და მუშაობა კი – შეუძლებელი“, – ამბობს კრაევი…
ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსული არმია დონეცკის ოლქში წინსვლას აგრძელებს და სულ უფრო მეტ უკრაინულ სოფელსა და ქალაქს აკონტროლებს.