პარასკევი, თებერვალი 13, 2026

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია დაიღუპა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება

საქართველოს განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება.აქციაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ.შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე გამოცხადდება.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნინო მატარაძე აცხადებს, რომ კვოტების განაწილების გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სრულფასოვანი ფუნქციონირების შეჩერებას ნიშნავს.„ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება და ის ცვლილებები, რომლებიც გამოცხადდა მიუღებელია. ვიმეორებ, რომ არც ერთი ცვლილება უნივერსიტეტთან შეთანხმებული და განხილული წინასწარ არ ყოფილა. ეს კი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს რეფორმა აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და განათლების ექსპერტების ჩართულობით არ მომზადებულა. ეს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, რეალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულფასოვანი ფუნქციონირების შეჩერებას ნიშნავს. წარმოუდგენელია, ასე დამოუკიდებლად ცალკეული პროგრამების ისე განხორციელება, რომ არ გვქონდეს შესაძლებლობა მომიჯნავე დისციპლინებთან თანამშრომლობის, იმ კვლევითი თუ სხვა სასწავლო რესურსების გამოყენების, რომლებიც აქამდე გვქონდა. სწორედ ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი უპირატესობა, რომ ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური კვლევის შესაძლებლობას იძლევა.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა სამართლებრივი საშუალება გამოვიყენოთ. ვითხოვთ შეხვედრას და ვითხოვთ კითხვებზე პასუხებს. შესაბამისად, ვგეგმავთ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობა დავიცვათ, რომელიც ახლა დიდი საფრთხის ქვეშაა. აკადემიური პერსონალის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ საჭიროა შეხვედრა და იმ კითხვებზე გაგვცენ პასუხები, რომელზე პასუხებიც აქამდე არ მიგვიღია“, – აღნიშნა მატარაძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც ურთიერთობების განმტკიცებისადმი მთავრობის სერიოზულ დამოკიდებულებას დაადასტურებს

აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს.„ნეტგაზეთის“ ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია, როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

შალვა პაპუაშვილი – მთელი უტიფრობა ის არის, რომ ევროკავშირის ელჩი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, როდესაც ქართველ ხალხს აინტერესებს, რაში ხარჯავენ ფულს

საქართველოს ხელისუფლებამ რომ მოვინდომოთ და ბრიტანეთში რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტური ინსტრუმენტი დავაფინანსოთ, გვეუბნებიან, მკაცრად დაგვსჯიან, ფულს არ დაგვახარჯინებენ, ეს ის წესია, რასაც იღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ დიდი ბრიტანეთის ელჩმა შეშფოთება გამოხატა, რომ მას და ბრიტანეთის საელჩოს არ მიეცა საშუალება, დაეფინანსებინა რადიკალური ოპოზიციის პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“.„ბავშვმაც კი იცის, რომ „ტაბულა“ პარტიული კედლის გაზეთია. ეს არ არის აფილირებული მედია და ა.შ. ბრიტანეთის ელჩი ცდილობდა, რადიკალების პარტიული კედლის გაზეთი დაეფინანსებინა. დღეს ბრიტანეთისგან ვიგებთ, რომ ჩვენ ბრიტანეთში იმავე, რომ განვახორციელოთ, სასტიკად დაგვსიჯდნენ. ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, ხალხს, ქვეყანას.  წარმოუდგენიათ, რომ ეს ყველაფერი მათთან არ უნდა მოხდეს, არავინ უნდა ჩაერიოს, ბრიტანეთმა უნდა გადაწყვიტოს და თურმე, ქართველებს არ გვაქვს უფლება, ბრიტანელ ხალხს მივეხმაროთ დემოკრატიის განვითარებაში. არ შეიძლება, ჩვენგან. რაიმე ისწავლონ და ჩვენ დავაფინანსოთ ბროტანეთში პოლიტიკური აქტივობა? ქართულ ფულს რაიმე მანკი აქვს თუ წუნი? პირიქით, ხარები ვგონივართ. თურმე, აქ ფული უნდა ხარჯონ და ხმაც არ უნდა ამოვიღოთ. მთელი უტიფრობა ისაა, ერთია ფულს რომ ხარჯავენ, მაგრამ არათუ შენიშვნა, კითხვა რომ დაუსვა, შეიცხადებენ და თავს შეურაცცყოფილად გრძნობენ, როგორც გუშინ, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ევროკავშირის ელჩმა, რომელიც საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, როგორ თუ კითხვებს სვამს ქართველი ხალხი, რაში ხარჯავენ ფულს. როგორ თუ, ქართველი ხალხი იშმუშნება და კითხულობს, რაში იხარჯება დანიელების ფული. დანიამ რა იცის საერთოდ, იციან ვინ ვართ? დანიის მოსახლეობამ რუკა რომ აიღოს, საერთოდ გაიგებს, სადაა საქართველო?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ეს იმ ფარისევლობას აჩვენებს, რომელიც ყოველთვის კარგად იფუთებოდა, მგრამ დღეს ვერ იფუთება და ბევრჯერ ვამხილეთ.„ჩვენი მთავარი იარაღია მართალი სიტყვა. ამიტომ ცდილობენ ჩვენს დასჯას, რომ გაგვაჩუმონ. მთავარი მიზანია, როგორმე გაგვაჩუმონ. როცა ვიტყვით ხოლმე, სიტყვას დაიჭერენ და ეს საკითხები სკდება, როგორც USAID-ს სკანდალი გასკდა, სხვა საკითხებიც ნაღმივით აუფეთქდათ ხელში. რა ვქნათ, ერთი პატარა ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ბორთვული შეირაღება და ეკონომიკური ბერკეტები სხვაზე ზემოქმედების მიზნით. აღმოჩნდა, რომ ქართული სიტყვა უფრო ძლიერია სხვა ბერკეტებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკო კვარაცხელიას დედა:”პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო-ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!

"პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!! ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!!! შვილის გარდაცვალება მშობლისთვის ხომ გაუსაძლისი ტკივილია, მაგრამ შვილმოკლული მშობლის მდგომარეობა, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა იცით როგორია??? მიწაში რომ უნდა ჩადონ შენი შვილი მაშინ ძვლებში იმტვრევი და გულის ცემა ცას სწვდება!!!! აი ამ მდგომარეობაში ვართ მეხუთე წელია ყოველი დღე!!!! თანაც ისე რომ არც არავინ შეგვიწუხებია ჩვენი ტკივილით!!! ვეღარ ვუძლებ ვერა!!!! ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში!!!! ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა! ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა!!! ეკლესიასტე ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა!!! მაგრამ დამიდგა!!!! კი ბატონო ვიღებ გამოწვევას!!! მეგობრებო რამდენიმე დღე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი!!!და თარიღს ამიტომ ვერ ვწერ!!! ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!! ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!" - წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა,იზა ომაძე  

შალვა პაპუაშვილი: არ ვიცი, როგორ გამოვიდა ასეთი ზიზღით გერმანიის ელჩთან შეხვედრიდან ეკა გიგაური, მის ორგანიზაციას ევროკომისია აფინანსებს, ამ სიძულვილში ერთი მილიონია გადახდილი, ამის გამომუშავება...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისა და საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეხვედრას გამოეხმაურა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ვნახეთ, გიგაურის ზიზღი. მისივე თქმით, ამ ზიზღში და სიძულვილში ერთი მილიონია გადახდილი და ამ თანხის გამომუშავება ხდება.„ალბათ მეგობრობენ, არ ვიცი, აქედან სხვა რა დასკვნა უნდა გამოვიტანო. ერთადერთი რაც ვნახე და ამას მინდა, ხაზი გავუსვა, ვნახეთ, ქალბატონი გიგაურის ზიზღი, ეს ევროპული ზიზღი, რომელიც მისგან მოდის ჟურნალისტთან მიმართებით, რომ რუსული ტელევიზია. არ ვიცი, რაზე ჰქონდა საელჩოში საუბარი, ასეთი ზიზღით დამუხტული როგორ გამოვიდა გერმანიის ელჩისგან, რომ ასეთი სიძულვილი, ასეთი ზიზღი აჩვენა. კიდევ ერთხელ გაგახსნებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდება ევროკომისიის მიერ, ასე რომ, ამ ყველაფერში ერთი მილიონი არის გადახდილი, როგორც მათივე ინფორმაციით ვიცით. ამ ზიზღში და სიძულვილში ერთი მილიონია გადახდილი. ასე რომ, როგორც ჩანს, გამომუშავება ხდება ამ თანხის“, – განაცხდა პაპაუშვილმა.

ბოლო სიახლეები