უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
55 წლის მებრძოლი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე უკრაინაში 22 ივნისს გარდაიცვალა.