უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ორივე ვთანხმდებით, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას
შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ… ასევე ვთანხმდებით, რომ არ შეიძლება უკრაინაზე გადაწყვეტილება იყოს უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე,” – განაცხადა შოლცმა.
სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გერმანიის კანცლერმა, ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა “შეიძლება იყოს უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი”, მაგრამ “შემდეგი ნაბიჯი სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად”.