ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025

უკრაინამ რუსეთთან ომში 100 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა – ზელენსკი

რუსეთთან ომში, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 100 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან ერთად, რუსულ აგრესიას უკრაინის 13 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომს ექვსასზე მეტი ბავშვი შეეწირა.

გარდა ამისა, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე სასწავლო დაწესებულებებზე 1700 და სამედიცინო დაწესებულებებზე 780 იერიში მიიტანა.

„ჩვენი ხალხი ყველაზე მაღალ ფასს იხდის. ამაზე მაღალი ფასი არ არსებობს. ჩვენ მთელი ჩვენი ფული, ყველაფერი, რაც გვაქვს ფინანსური თვალსაზრისით, გავიღეთ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ადამიანების სიცოცხლეები გავიღეთ“, – დასძინა ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გთხოვთ გავავრცელოთ-6 წლის გაბრიელს საზოგადოების დახმარება სჭირდება – „ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!“

6 წლის გაბრიელ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.მცირეწლოვნის ბებიის ცნობით, 2 436 ევრო ღირს ერთი ნემსი, თანხის ნაწილი შეაგროვეს, ახლა 3 000 ლარია საჭირო, რომ წამლის აღება შეძლონ.როგორც გაირკვა, ბავშვს კისრის არეში მრავლობითი ხრტილოვანი გამონაზარდი აქვს, მას უკვე ჩაუტარდა 2 ოპერაცია და 10 თერაპიული კურსი.ბავშვის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, საჭიროა კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა. ასევე ცნობილი გახდა, რომ გაბრიელს ესაჭიროება თერაპიის გაგრძელება და საჭიროა ძვირად ღირებული მედიკამენტი, რისი საშუალებაც, ოჯახის განმარტებით, მათ აღარ აქვთ, ამიტომ საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას.თანხის ჩარიცხვას შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეძლებთ:თიბისი ბანკი:#GE50TB7397345061100100საქართველოს ბანკი:#GE97BG0000000127397700ლი­ბერ­თი ბანკი:#GE08LB0711179063120000კრედო ბანკი: #GE77CD0360000038942832paypal: https://www.paypal.me/171700ასევე -  https://app.keepz.me?tiny=yeyk6rt4მომღები: ბოსტანჯიევა ეკატერინაპ/ნ 10001012274 ე.ბ

მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს ვატიკანში რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება.დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

თინა ბოკუჩავა – მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის, პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას

მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს ნდობისთვის. პრეზიდენტის ამგვარი მხარდაჭერა მაძლიერებს მეც და მთელ პარტიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.ბოკუჩავას თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობის, კონსოლიდაციის და, ამავდროულად, საქმის კეთების და განახლების დროა.„სრულიად გასაგებია, რატომ ხდება „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ივანიშვილის სამიზნე, რადგან სწორედ ჩვენი პარტია, სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რიგითი წევრი და მხარდამჭერი არის ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგობის მთავარი ფრონტი და ფლაგმანი. ასე იქნება საბოლოო გამარჯვებამდე“, – წერს ბოკუჩავა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ე.წ. ხელისუფლებას ძალიან უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება. მოვუწოდებ პარტიის ყველა წევრს, არ აჰყვნენ ქოცურ მაქინაციებს“.

დონალდ ტრამპი – ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს

ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.როგორც დონალდ ტრამპი წერს, ვოლოდიმირ ზელენსკის წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას.„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უოლ სთრით ჯორნალის“ პირველ გვერდზე ტრაბახობს, რომ „უკრაინა ლეგალურად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას. აქ სასაუბრო არაფერია“. ეს განცხადება ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რამდენადაც ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა ბარაქ ჰუსეინ ობამას ეგიდის ქვეშ და განხილვის საგანი არაა. არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ მას ყირიმი თუ სურს, რატომ არ იბრძოდნენ მისთვის 11 წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? ამ ტერიტორიაზე, ბევრი წლით ადრე, ვიდრე „ობამა გადასცემდა“, მნიშვნელოვანი რუსული წყალქვეშა ხომალდების ბაზა იყო. ზელენსკის წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს სატრაბახო. ვითარება უკრაინისთვის სავალალოა – მას შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს. მე რუსეთთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მაქვს სურვილი, გადავარჩინო საშუალოდ ხუთი ათასამდე რუსი და უკრაინელი სამხედრო ყოველკვირეულად, რომლებიც უმიზეზოდ იღუპებიან.ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არაფერს მოიტანს, გარდა „სიკვდილის ველის“ გახანგრძლივებისა და ეს არავის სურს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კარგი კარტი, ბოლოს და ბოლოს უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, თავი დააღწიონ ამ სრულიად აბსოლუტურ უბედურებას, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – წერს დონალდ ტრამპი.

სტუ-ის დოქტორანტი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განვითარების მაღალ სტანდარტს იძლევა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილი პროფესორების მენტორობით მიღებული ცოდნა და უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების გაცნობა დამეხმარა იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რასაც ჩემს სამუშაო გარემოში წარმატებით ვიყენებ, - ამის შესახებ სტუ-ის დოქტორანტი ლაშა ყაველაშვილი აცხადებს.მისივე ცნობით, ლაშა ყაველაშვილმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2009 წელს დაასრულა, 2023 წელს - მაგისტრატურა, ამჟამად კი, დოქტორანტურაში წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს, პარალელურად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს.როგორც დოქტორანტი აცხადებს, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის პროფესიულ ჩამოყალიბებასა და კარიერულ განვითარებაში, რადგან სწორედ უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ჩართულობით კომპანიაში სტაჟირება გაიარა, მუშაობა დაიწყო და, აკადემიური ხარისხის ამაღლებასთან ერთად, თანამდებობრივი წინსვლა შეძლო.„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტს, რომელმაც თავის ალმა-მატერში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებიც გაიარა, ღრმად მქონდა გააზრებული ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც წყლის მომარაგების სისტემები მშენებლობის სექტორში ასრულებენ. ამ სფეროს განვითარება აუცილებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ამ მიმართულებით განვითარების მაღალ სტანდარტს იძლევა. ეს დარგი ურბანული განვითარების ხერხემალს წარმოადგენს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, გარემოს დაცვასა და ცხოვრების საერთო ხარისხზე.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილი აკადემიური გზა მნიშვნელოვნად დამეხმარა პროფესიულ განვითარებაში. უნივერსიტეტმა მომცა მტკიცე თეორიული საფუძველი ჰიდრავლიკურ ინჟინერიაში, გარემოს დაცვაში და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებში. პრაქტიკული სწავლების, ლაბორატორიული სამუშაოებისა და ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით, რეალურ სამყაროში ჩემი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა მომეცა, რამაც გააუმჯობესა ჩემი უნარები და გააღრმავა ჩემი ცოდნა წყლის ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, გამოცდილი პროფესორების ხელმძღვანელობით უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების გაცნობა დამეხმარა იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რასაც ჩემს სამუშაო გარემოში წარმატებით ვიყენებ. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებული და ამჟამად დოქტორანტი, მადლიერი ვარ მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის და იმისთვის, რომ სწავლასთან ერთად, ახლაც ვაგრძელებ ჩემი პროფესიული გზის ფორმირებას და სურვილი მაქვს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო დარგის განვითარებაში“, - აცხადებს ლაშა ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები