უგანდის შეიარაღებული ძალების უფროსი მუჰოოზი კაინერუგაბა აცხადებს, რომ ოპოზიციონერი აქტივისტი ედი მუტვე სარდაფში ჰყავს.
ედი მუტვე, რომელიც ასევე ოპოზიციის ლიდერის, „ეროვნული ერთიანობის პლატფორმის“ წევრის, ბობი უაინის მთავარი მცველია, 27 აპრილს გაუჩინარდა. ის დედაქალაქ კამპალაში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტების სერიაში თავდაცვის ძალების უფროსმა, ედი მუტვეს ფოტო გამოაქვეყნა.
„ის ჩემს სარდაფშია… შენ შემდეგი ხარ“, – დაწერა მან ედი უაინის განცხადების პასუხად. ამასთან, ის დაკავებულს ფიზიკური დაზიანებების მიყენებით ემუქრება.
51 წლის კაინერუგაბა სოციალ ქსელებში გაკეთებული სკანდალური განცხადებებით ცნობილი. 2022 წელს ის მეზობელ კენიაში ინტერვენციით დაიმუქრა. იანვარში კი ოპოზიციონერ ედი უაინს თავის მოკვეთით დაემუქრა.
ყოფილი მუსიკოსი, უაინი პოპულარული პოლიტიკოსია. 2021 წლის არჩევნებში ის მეორე ადგილზე გავიდა.
80 წლის იოვერი მუსევენი უგანდას 1986 წლიდან მართავს და სავარაუდოდ მომავალ წელს ხელახლა კენჭისყრას გეგმავს. ოპონენტები და უფლებადამცველები მის მთავრობას ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ დარღვევებში სდებენ ბრალს, მათ შორის გატაცებებსა და უკანონო დაკავებებში.
გასული წლის ნოემბერში უგანდაში დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კიზა ბესიგე, რომელიც მუსევენის მეტოქე იყო ოთხ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის სახელმწიფო ღალატის.