“უბრალოდ მინდა იცოდეთ, გარკვეული პროცედურების გამო თმების გადაპარსვა მომიწია და ამიტომ 2 კვირა მიწევს ასე ქუდით სიარული… ეს არის და ეს…” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც მისი და დავით არახამიას სტილის შედარების შესახებ საზოგადოების შეფასებას ეხმაურება.
ზარქუას თქმითვე, ის არასდროს იკადრებს, რომ ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართოს.
“დღეს მთელი დღეა, ჩემი ფოტო დააქვთ აქეთ-იქით და თან არასწორი ინტერპრეტაციით…
მე, პირველ რიგში, ქართველი, მეგრელი ვარ და არასდროს ჩემს ხალხს ოკუპანტის ენაზე მიმართვას არ ვაკადრებ და არც არაფერია ამაში ჩემი აზრით მისაბაძი.
რაც შეეხება ხუმრობას და ხალისს ამ თემაზე, კი ბატონო, შეიძლება. უბრალოდ მინდა იცოდეთ, გარკვეული პროცედურების გამო თმების გადაპარსვა მომიწია და ამიტომ 2 კვირა მიწევს ასე ქუდით სიარული.. ეს არის და ეს…” – წერს ზარქუა.
