ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის პარალელურად, სხვა პოლიტიკოსები ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებით, შეცდომას უშვებენ. ამის შესახებ ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემის აზრით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარალელურად, სხვა პოლიტიკოსები აშშ-ში ვიზიტით და ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებით, იგივე შეცდომას უშვებენ, რაც დაუშვეს წინასაარჩევნოდ, როდესაც პრაქტიკულად არ აღიარეს პრეზიდენტი ევროპული არჩევანის უპირობო ლიდერად და საკუთარი თავით ტკბობით იყვნენ დაკავებული.
როგორც ცნობილია, 20 იანვარს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, ასევე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.