ტყიბულში ოკრიბის სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება.
9 ივნისს, 15:00 საათზე, ეკლესიის ეზოში, სადაც ოკრიბის სამების სახელობის ტაძრი შენდება, მოხდება ადგილის კურთხევა და საფუძველი ჩაეყრება ტაძრის მშენებლობის დაწყებას.
ადგილზე იკურთხება ჯვარი და პარაკლისს გადაიხდის ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე). ტაძრის მშენებლობა შემოწირულობებით ხორციელდება. სამუშაოებს აწარმოებს ოკრიბის სამების სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი: GE49BG0000000601108928