ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილო თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში – ახალ მისამართზე მოეწყო.
ახალი სასადილო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, ბენეფიციარებთან ერთად გახსნა და სერვისით მოსარგებლეებს მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამაში 110 ბენეფიციარია ჩართული. პროგრამით მოსარგებლეებს უფასო კვების სერვისი ყოველდღიურად ადგილზე მიეწოდებათ, ხოლო ბენეფიციარები, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ მომსახურებას ბინაზე იღებენ.
ახალ სივრცეში მოეწყო სასადილო ოთახი, სამზარეულო, ასევე, სველი წერტილები. სასადილო აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტრითა და ტექნიკით.
სარემონტო სამუშაოებისა და ინვენტარით აღჭურვის ღირებულებამ 145 000 ლარი შეადგინა