ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იზოლდა ნემსაძემ სამორინის ევროპის თასის ჩემპიონი ძიუდოში გიორგი ავალიანი და მისი მწვრთნელი ტრისტან ბასილაძე დააჯილდოვეს.
დავით კუბლაშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტს წარმატებები უსურვა, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მას მწვრთნელთან ერთად მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.
საქართველოს ნაკრების წევრმა, სპორტული ცენტრის სპორტსმენმა გიორგი ავალიანმა, სლოვაკეთის ქალაქ სამორინში ძიუდოში კადეტთა ევროპის თასზე წარმატებით იასპარეზა და 60 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

