ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე შაიჰა ალ ნოვაისის კანდიდატურაა ნომინირებული. მისი კანდიდატურა გაერო-ს ტურიზმის გენერალურ ასამბლეას წარედგინება დასამტკიცებლად. დამტკიცების შემთხვევაში შაიჰა ალ ნოვაისი თანამდებობას 2026 წლის იანვრიდან დაიკავებს.
ორგანიზაციის 50-წლიან ისტორიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი ალ ნოვაისი შეიძლება, პირველი ქალი გენერალური მდივანი გახდეს.
ცნობისთვის, გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას ამ დროისთვის, მეორე ვადით ზურაბ პოლოლიკაშვილი იკავებს.