ტრამპმა ყოფილი ადვოკატი ემილ ბოვე ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა-ამის შესახებ CNN-ი წერს
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ემილ ბოვე — მისი ყოფილი პირადი ადვოკატი და ამჟამად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი — ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელა.
ტრამპმა ბოვეს ნომინაცია გამოაცხადა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, სადაც ის აღწერა როგორც „ჭკვიანი, მკაცრი და ყველას მიერ პატივცემული“ პიროვნება.
„ის დაასრულებს მართლმსაჯულების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას, აღადგენს კანონის უზენაესობას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდ სახელმწიფოდ იქცეს,“ — დაწერა ტრამპმა. „ემილ ბოვე არასდროს გაგიცრუებთ იმედს!“
ეს ამბავი განვითარებადია და განახლდება.