ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

ტრამპმა რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა – თუ ვერ შევთანხმდებით, სხვა არჩევანი არ მექნება, გარდა იმისა, რომ სანქციები დავუწესო ყველაფერს, რასაც რუსეთი ყიდის აშშ-ში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთს უკრაინასთან ომის დასრულებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

„მე არ მინდა, ტკივილი მივაყენო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომის მოგებაში დაგვეხმარა, თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაკარგა ამ პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე ვაპირებ, რუსეთს, რომლის ეკონომიკაც იშლება, პრეზიდენტ პუტინს ძალიან დიდი სამსახური გავუწიო. ახლავე მოაგვარეთ და შეწყვიტეთ ეს აბსურდული ომი. მხოლოდ უფრო გაუარესდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, პუტინი თუ ამას არ დათანხმდება, შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს დაუწესებს.

„ჩვენ თუ ვერ შევთანხმდებით, მე სხვა არჩევანი არ მექნება, გარდა იმისა, რომ მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები დავაწესო ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის აშშ-ში და ასევე სხვა მონაწილე ქვეყნებს“, – დასძინა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა..” – ნახეთ რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული

დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის ჰოსპიტალში 14 თვის ბავშვი დაიღუპა, რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ მას 10 პენიანი მონეტა ჰქონდა გადაყლაპული. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, მამას ეგონა, რომ ბავშვს ეძინა, თუმცა ის 30 წუთის გარდაცვლილი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი იყო მონეტა ბავშვის ორგანიზმში გაჭედილი. გამოძიებამ გაარკვია, რომ ბავშვს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახველებდა. მშობლები მას სტეროიდებით და ინჰალატორით მკურნალობდნენ. გამოძიების ცნობით, ბავშვის გარდაცვალება დაუდევრობას არ გამოუწვევია და ეს დადასტურებულია. ამასთან, გამოძიება ჯერჯერობით ზუსტად ვერ ამბობს, მონეტის გადაყლაპვამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება თუ არა.

PHOTO: „მელანიას ვულოცავ ქორწინების 20 წლის იუბილეს“ – რა ფოტოს აქვეყნებს დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქორწინების 20 წლის იუბილეს მეუღლეს საჯარო პოსტით ულოცავს. „მელანიას ვულოცავ 20 წლის იუბილეს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

სლოვენიაში, ქვანახშირის საბადოში სამი მაღაროელი დაიღუპა

სლოვენიაში, ქვანახშირის საბადოში სამი მაღაროელი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ველენიეში მაღაროს დატბორვის შედეგად მოხდა. საბადოს დირექტორის თქმით, დაღუპულთა ოჯახის წევრები ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ქალაქ ველენიეს მერის ინფორმაციით, 24 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ველენიეში ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2003 წელს მოხდა, როდესაც ორი მაღაროელი დაიღუპა.

შალვა პაპუაშვილი – აბსურდია, როცა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან,...

აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები. „აქამდე, სამწუხაროდ, იყო მცდელობები ფარისევლური მზრუნველობის გამოჩენის, რაც სინამდვილეში გულისხმობდა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ერთია, როდესაც დიდი ქვეყნები არიან ამით დაკავებული, მაგრამ ესტონეთის ხელისუფლების დონემდე როდესაც დავიდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს პრეტენზიები, ჩამოვიდეს და ქვეყანა თავის ჭკუაზე უნდა დაალაგოს, ეს ის ეტაპია, ზუსტად იმ ფსევდო ლიბერალურ ღირებულებებთან, სადაც მივიდა, საბოლო ჯამში, სამყაროს გარკვეული ნაწილი, რომ იმის იქით უკვე აბსურდი იყო. რა თქმა უნდა, აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ასეთ აბსურდზე რომ მივიდნენ, მაშინ უკვე საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია ასეთი სახით საუბარი ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობის. აქედან გამომდინარე ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენიტეტი, რომელიც საქართველომ მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და სისხლით, ასე ადვილად არ დაუთმობს პოსტსაბჭოთა ლიდერებს. გუშინაც ვისმენდით ევროპარლამენტში, გორბაჩოვის თანამებრძოლი ადამიანები, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, ეროვნული ინტერესები. ამას ქართველი ხალხი რომ არ მიიღებს და ირონიით უყურებს, მგონი, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები