აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა:
“ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული. ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, იმის გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და საბოლოოდ, ამ ძალიან საშინელი ომის დასასრულებლად.
მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ მისი დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!” – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.