აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი კაბინეტის პირველი შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბარში ვლადიმირ პუტინზე კომენტარი გააკეთა.
„ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, ძალიან ცბიერი პიროვნებაა“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ პუტინს ომის დასრულების არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ვიდრე ის თეთრ სახლში არ დაბრუნდა.
„მე რომ არ ავერჩიეთ, ის უკრაინაში შეჭრას გააგრძელებდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა ომის დასასრულებლად, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
დიახ, მოუწევს. მას ეს აუცილებლად მოუწევს.