შაბათი, მარტი 22, 2025

ტრაგედია ფილიპ კირკოროვის ოჯახში

ცოტა ხნის წინ ცნობილმა რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა განაცხადა, რომ მამამისი ბედროს კირკოროვი გარდაიცვალა. მამაკაცი 92 წლის იყო, გარდაცვალების მიზეზი კი გულ-სისხლძარღვთა დაავადება გახდა.

უკვე ცნობილია, რა მემკვიდრეობას მიიღებს კირკოროვი მამისგან. როგორც რუსული მედია წერს, გარდაცვლილ ბედროსს ანდერძი არ დაუტოვებია, რადგან მას „ფაქტობრივად არანაირი ქონება არ გააჩნდა“.

“ბედროსს ვიცნობდი. ის საერთოდ არ იყო მდიდარი კაცი. მას ჰქონდა რაღაც ბინა, რომელიც, ჩემი აზრით, მოსკოვში კი არა, სადღაც პროვინციებში იყო. არც თუ ისე ძვირი, მოსკოვის სტანდარტებით. დასატოვებელი არაფერი იყო”, – აღნიშნა ადვოკატმა.

მან ასევე დაამატა, რომ ფილიპ კირკოროვი ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრეა. ცნობილია, რომ 2002 წელს ბედროსს შეეძინა ქალიშვილი, მაგრამ მან მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.

რა არის ცნობილი ბედროს კირკოროვის შესახებ

ბედროს კირკოროვი რუსი პოპ მომღერალი იყო. 2012 წელს იგი რუსეთის სახალხო არტისტად აღიარეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ – სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 14 მარტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ – 2025.1690, რომელიც შეეხება ბულგარეთში წარმოებულ ორგანულ ნუშის კარაქს. ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე.შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ნუშის კარაქი დაბინძურებულია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმით (Bacillus cereus). პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმი Bacillus cereus შესაბამის პირობებში მოხვედრისას გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორი ტიპის სინდრომს - ღებინებასა და დიარეას. სურსათის აღნიშნული პარტიის იმპორტი, საქართველოს გარდა, განხორციელდა ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში. საქართველოში შემოტანილია 2024 წლის 18 ივნისს, შპს „ორგანიკას“ (ს/კ 405172316, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №61) მიერ (სულ 40 ქილა).ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა იმპორტიორ კომპანიაში, სადაც დადგინდა, რომ ბულგარეთში წარმოებული ორგანული ნუშის კარაქი (ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე) სრულად არის რეალიზებული. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომლებსაც 2024 წლის 18 ივნისის შემდეგ შეძენილი აქვთ აღნიშნული ნუშის კარაქი შპს „ორგანიკას“ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 51 და აბაშიძის 61, არ გამოიყენონ საკვებად და გაანადგურონ ან დააბრუნონ შესყიდვის ადგილზე.

დანტესი თურქეთიდან მარიამზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთში 16 წლის მარიამის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.ახლა გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა თავს კარგად გრძნობს.დანტესი თურქეთიდან მარიამზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს.

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში სომხეთის ნაკრების საშინაო შეხვედრაზე უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს – ამის შესახებ პირველ არხთან სომეხმა კოლეგებმა ისაუბრეს.მათი თქმით, ყველაზე მეტი უცხოელი გულშემატკივარი 2022 წელს ერთა ლიგის B1 ლიგის 14 ივნისს ესტუმრა, როდესაც სომხეთის ნაკრები შინ შოტლანდიასთან 1:4 დამარცხდა. მაშინ მატჩს 1000-მდე შოტლანდიელი გულშემატკივარი დაესწრო.20 მარტის შეხვედრამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების ქომაგებისთვის ცალკე ტრიბუნა იქნებოდა გამოყოფილი. მაგრამ „ჯვაროსნების“ მხარდამჭერები ყველა ტრიბუნაზე იყვნენ და, მთლიანობაში, 14-ათასიან სტადიონზე 3 ათასი ქართველი გულშემატკივარი მოხვდა.თუ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატს არ მივიღებთ მხედველობაში, შესარჩევი ციკლის არცერთ გასვლით შეხვედრას ასეთი რაოდენობით ქართველი ქომაგი არ დასწრებია, რაც კიდევ ერთი რეკორდია.

გიორგი მიქაუტაძე „ჯვაროსნების“ მეორე ბომბარდირი ოთხ წელიწადში გახდა

გიორგი მიქაუტაძემ ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრებთან მოგებულ (3:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე რეკორდულად მცირე დროში დაწინაურდა.ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში „ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა პირველად მეტოქეს 37-ე წუთზე გაუტანა, ხოლო მეორედ თავსი გამოჩენა 59-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის პასით შეძლო.ნაკრების ბომბარდირთა დავაში აქამდე მეორე-მესამე ადგილებს 17-17 გოლით თემურ ქეცბაია და ხვიჩა კვარაცხელია ინაწილებდნენ. 24 წლის მიქაუტაძეს მეორე ადგილზე ასასვლელად სულ რაღაც ოთხი წელიწადი ეყო – გიორგიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის წინააღმდეგ გამართა.მან „ჯვაროსნების“ ფორმით 36 მატჩი ჩაატარა და 18 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა შეასრულა თამაში – 36თამაში შეცვლაზე – 11გოლი – 18გოლი პენალტით – 4საგოლე პასი – 2 საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები:1. შოთა არველაძე 26 გოლი2. გიორგი მიქაუტაძე 183. თემურ ქეცბაია 174. ხვიჩა კვარაცხელია 175. ალექსანდრე იაშვილი 156. თორნიკე ოქრიაშვილი 137. ვაკო ყაზაიშვილი 138. ლევან კობიაშვილი 129. გიორგი დემეტრაძე 1210. ჯაბა კანკავა 10

🎥სუროგაციის სავარაუდო თაღლითური სქემა ემიგრანტებისთვის

მშობლებს, რომლებმაც სუროგაციაში 100 ათასობით ლარი გადაიხადეს, ბავშვებს არ აჩვენებენ. დაიბადნენ თუ არა ბავშვები.სუროგაციის სავარაუდო თაღლითური სქემა ემიგრანტებისთვის.ნახეთ კურიერი P.S-ის ანონსი ⇓ 

ბოლო სიახლეები