ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025

ტრაგედია ბაღდათში – კაშხალზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა ბაღდათში. სოფელ როკითში არსებულ კაშხალზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო ბაღდათი“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.

დამატებით დეტალებს ვარკვევთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს იდეებს და იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, ყალბი დილემებით საზოგადოება იგივე მდინარეში შეიყვანონ

რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს ვერცერთ იდეას და ამ იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი დილემებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლის საკითხი შანტაჟის ინსტრუმენტია და აგვისტოს ბოლოც არ არის შემთხვევით დასახელებული თარიღი.„სინამდვილეში, ეს არის შანტაჟი ახლა და არა გადაწყვეტილება. არ მგონია, ეს გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ, თუმცა შანტაჟის ინსტრუმენტია. როგორც ჩვენ შარშან ვნახეთ შანტაჟი, რომელიც ეხებოდა გადაწყვეტილებებს, რომ შეჩერდეს რაღაც პროცესები და ა.შ. კასკადი მთელი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არჩევნების წინ ხდებოდა, ეს იყო ზეწოლის ინსტრუმენტი ქართველ საზოგადოებაზე, რომ ნების ფორმირებაზე მოეხდინათ ზეგავლენა არჩევნების წინ. ახლაც არის ზუსტად იგივე პროცესი. აგვისტოს ბოლოც არ არის შემთხვევითი თარიღი. სექტემბერში იქნება ძირითადი ფაზა წინასაარჩევნო პერიოდისა, კამპანიისა და ვხედავთ მათ შორის რადიკალების განცხადებას არევასთან, დამხობებთან დაკავშირებით. ეს არის ერთი და იგივე სცენარის ნაწილი. ვინაიდან ხედავენ, რომ ვერცერთ იდეას რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს, ამ იდეების შიმშილში არის მცდელობა, გარედან შემოაგდონ თემა, რომლითაც შეიძლება, საზოგადოება კიდევ იგივე მდინარეში შეიყვანონ ყალბი დილემებით არჩევნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ანა დოლიძე – გოჭებო, 17 წლის ასაკში ექვსი სკოლა და უბანი მაქვს გამოცვლილი, იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, ხუთოსანი რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი,...

ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს, – ამის შესახებ პარტიის „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.„გოჭებო, 17 წლის ასაკში, 90-იან წლებში ექვსი სკოლა და ექვსი უბანი მაქვს გამოცვლილი, მათ შორის ერთი ამერიკის, და იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი.ასე რომ, გამოუშვით, რაც გაქვთ, გესლი, ვიმატაოთ ცოტა. სერიოზულად კი: ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს“, – წერს ანა დოლიძე.

შალვა პაპუაშვილი – როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით, „წინ, საქართველო, წინ“, საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას

როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით – „წინ, საქართველო, წინ“, ალბათ საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე გასცა პასუხი ყალბ დილემაზე, თითქოს არჩევანია ევროპასა და არაევროპას შორის და ახლაც მცდელობაა, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობის წინაშე ცრუ დილემა დააყენონ.„შედიან იგივე მდინარეში, რომელშიც შარშან შევიდნენ. ეს ხომ უკვე სცადეს, რომ ქართველი ამომრჩეველი დააყენეს ცრუ დილემის წინაშე, გამოიგონეს ყალბი დილემა, თითქოს არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის. ამ ყალბ დილემაზე პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა. ახლაც არის მცდელობა, რომ ასეთი ცრუ დილემა დააყენონ მოსახლეობის წინაშე, თითქოს საკითხო უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ან არ გაუქმებას ეხება. სინამდვილეში, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რათა რაღაცნაირად ემოციებზე ითამაშონ, რაც არის ყველაზე არაევროპული ქცევა, რომელსაც გეოგრაფიული ევროპიდან ჩვენ დღეს ვხედავთ. ამ ყველაფერს, რაც მთავარია, მოაყოლეს შემდეგ უკვე ნაცადი ღლიცინი ოჯახურ ღირებულებებზე და რაღაცნაირად აგდება საკითხისა, ამის დაყვანა იმაზე, კაცები უნდა დავათხოვოთ, თუ რჩეული ქალ-ვაჟები მივგვაროთ ვინმეს ბრიუსელში. ამ დონის გაღლიცინებაა, ყველა მათი კონტრაქტორი „ენჯეო“ ამაზე ლაპარაკობს, ერთის გარდა. ამ საკითხზე ყველაზე კომპეტენტურად შეუძლია, პასუხი გასცეს ევროკავშირის ელჩს, რომელიც რატომღაც, არსად ჩანს.ეს დღეებია, კალთები დაიხიეს, როგორც იტყვიან, „ენჯეოებმა“ და პროპაგანდისტულმა მედიამ, თითქოს არავინ არ ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, არავინ არ ითხოვს ამას, არავინ არ ითხოვს იმას, არავინ არ ითხოვს პროპაგანდას. თუ არავინ არ ითხოვს, რა პრობლემა არის ამ კანონის, მაშინ აგვიხსნან. მაშინ გამოდის, ამ კანონის პრობლემა არის, რომ 17 მაისი დასვენების დღეა. მაშინ გვითხრან,17 მაისი დასვენების დღე რომ წერია, ეს არის ვინმეს პრობლემა და გავიგებთ, გვეცოდინება. სხვა არაფერი ამ კანონში არ წერია და  ევროკავშირის ელჩი ემალება ამ კითხვებს.გაგვცეს პასუხი, მაგალითად, ამ კანონით აკრძალულია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს პრობლემა არის თუ არა მათთვის? უნდა გავაუქმოთ ეს აკრძალვა? ამას გვეუბნებიან? ხომ ამბობენ, კანონი გააუქმეთ სრულადო, კი არ დააკორექტირეთ, ცოტათი ჩაასწორეთ. მიუღებელია, სრულად გააუქმეთო. ანუ, ის, რომ აკრძალულია ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს გავაუქმოთ? ის, რომ აკრძალულია, პირადობის მოწმობაში, ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაიწეროს ბიოლოგიური სქესის გარდა სხვა სქესი, ეს აკრძალვა მიუღებელია? უნდა გავაუქმოთ უნდა? ამას გვეუბნებიან, თუ არ გვეუბნებიან და ა.შ. უმარტივესი გზაა, ნაცვლად ამ ღლიცინისა, რომელიც კვლავ ევროკავშირის საელჩოდან დაფინანსებულ „ენჯეობს“ აქვთ ატეხილი, თავად ევროკავშირის ელჩი გამოვიდეს და გვიპასუხოს. ბოლოს და ბოლოს, დაისვენებენ მისი მიმდევრებიც, რომ ეცოდინებათ პასუხი, ითხოვ თუ არა რაღაცის გაუქმებას. ნაცვლად ამ პასუხისა, სხვათა შორის, მივიღეთ კიდევ ერთი თავდასხმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

14 წლის გიორგის, რომელსაც უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება – „ოჯახს 35 0000 დოლარი აქვს მოსაგროვებელი“

14 წლის გიორგი ავაგუმაშვილს, რომელსაც უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.გიორგი ახლა თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში წევს. სამი კვირის წინ სასწრაფოდ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩაუტარდა. ამ ოპერაციისთვის 90 000 დოლარი იყო საჭირო, ნაწილი გადახდილია, ახლა ოჯახს 35 0000 დოლარი აქვს მოსაგროვებელი. ამაში მათ ხალხის გვერდში დგომა სჭირდება.ახლა გაღებული თითოეული ლარი უმნიშვნელოვანესია 14 წლის გიორგისთვის.საქველმოქმედო ზარი 0901000929 (სელფის და მაგთის ნომრებიდან)საბანკო ანგარიშები: მიმღები გვანცა შავთვალაძე, გიორგის დეიდა:საქართველოს ბანკი #GE14BG0000000525255073თიბისი ბანკი #GE87TB7907245063600013paypal.me/GShavtvaladzeოჯახი უზომოდ მადლიერია იმ ადამიანების, ვინც თანადგომა გამოხატა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ და FAO-ს ორგანიზებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის (“ტექინფორმი”) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, საქართველოში FAO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI - Agricultural Science and Technology Indicators) პირველი რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათავო ოფისის (რომი, იტალია) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან პარტნიორობით, სტუ-ის ინსტიტუტ “ტექინფორმის” კოორდინატორობით გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ რეგიონული დამკვირვებლები, სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერები ცენტრალური აზიისა და კავკასიის შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და მოლდოვა. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდა ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც კვლევაში ჩართული იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: FAO-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი იამზე მირაზანაშვილი, სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დეპარტამენტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, პროექტს ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი “ტექინფორმი”, მისი დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის სახით, რომელმაც 2024 წელს მონაწილეობა მიიღო FAO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის სამუშაო შეხვედრაში. პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი მიზანია, სამწლიან ჭრილში, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მონაცემების შეგროვების მოდელის დახვეწა FAO-ს მიერ შემუშავებული მოდელის თანახმად და მისი გარდაქმნა ეროვნული სტატისტიკის სისტემის განუყოფელ ნაწილად.„2024 წელს FAO ASTI საპილოტე პროექტი ჩატარდა მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ერთი წლის განმავლობაში, FAO-ს კოორდინაციით, შემუშავდა სოფლის მეურნეობაში ინდიკატორების გამოვლენის მეთოდოლოგია და შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის გზები. შემუშავდა სპეციალური კითხვარები და დაიგზავნა შესავსებად სოფლის მეურნეობის კვლევებით დაკავებულ უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებსა და სააგენტოებში. დაგროვილი მონაცემები დამუშავდა და საპილოტედ აისახა FAO-ს პორტალზე შემდგომი დამუშავებისა და ანალიტიკისთვის. დაიდო საკმაოდ საინტერესო და სამსჯელო სტატისტიკური და ანალიტიკური შედეგები. ამ ფონზე, ერთი წლის შემდეგ „ტექინფორმი“, როგორც პროექტის კოორდინატორი საქართველოში ატარებს ორდღიან სამუშაო შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს სათავო ოფისის ხელმძღვანელობით, კვლევებისა და განვითარების სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად, პრეზენტაციისა და შედეგების განსახილველად. ვიმსჯელეთ შემუშავებულ სტატისტიკურ ანალიზსა და მიღებული შედეგების პრაქტიკულ ღირებულებაზე. მონაცემების შემდგომი დამუშავებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება საყურადღებო რეკომენდაციების გაწევა და სამოქმედო გეგმის დახვეწა, რაც იქნება კონკრეტული ნაბიჯები მონაცემთა სისტემატიზაციის, ანგარიშგების და პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. ტექინფორმის მონაწილეობით ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ინსტიტუტ “ტექინფორმის” დირექტორს ნელი მახვილაძეს, დირექტორის მოადგილეს მარიამ რაზმაძეს, პროექტში ჩართულ ყველა მეცნიერს და წარმატებები ვუსურვო მათ“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღონისძიების მნიშვნელობის შეჯამებისას აცხადებს, რომ “ტექინფორმი”, პროფესორ ნელი მახვილაძის ხელმძღვანელობით, სოფლის მეურნეობის კვლევით სფეროში პოზიციონირებს როგორც კოორდინაციისა და მონაცემთა სისტემატიზაციის საკვანძო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წლიდან, სხვადასხვა სამეცნიერო ხაზით, თანამშრომლობს FAO-სთან. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, ღონისძიება აძლიერებს საქართველოს პოზიციას რეგიონში, როგორც ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანას სოფლის მეურნეობის კვლევის მიმართულებით. მონაწილე ქვეყნები აყალიბებენ თანამშრომლობის პლატფორმას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართულ მეცნიერებას, კვლევისა და ცოდნის გაზიარების კუთხით, უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარონ მეზობელ ქვეყნებთან. რექტორის განცხადებით, „ტექინფორმი“ უკვე 67 წელია სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი სამუშაოებს ასრულებს, რომლებიც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საფუძველია. აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ნელი მახვილაძეს მადლობას უხდის ინსტიტუტის მიერ დამუშავებული სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების კონცეფციებისა და რეკომენდაციების სისტემის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ მოძიებული უახლესი ინფორმაციის გამო. როგორც რექტორი აღნიშნავს, ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში შემუშავებული მონაცემთა ბაზა სამეცნიერო პროექტების ონლაინ რეგისტრაციის სისტემაა, რომელიც აქტიურად ივსება და ვითარდება. „ტექინფორმი“ ერთადერთი ინსტიტუტია საქართველოს სამეცნიერო სივრცეში, რომელიც ტექნიკურ სფეროში კვლევით პუბლიკაციებს უყრის თავს და მათ ბაზაზე ორენოვან რეფერატულ ჟურნალს გამოსცემს.„უნივერსიტეტისთვის, რომელიც საუკუნეზე მეტია ემსახურება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინირება. საქართველო აქტიურად არის ჩართული აგრარული სექტორის მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების სისტემურ გაანალიზებაში. მნიშვნელოვანია, რომ ASTI-ის ქსელის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზი დარგში პოლიტიკის ფორმირებას ემსახურება. ამ სამუშაო შეხვედრამ კი, რეგიონის მასშტაბით, ხელი შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ASTI-ის ქსელი სწორედ ამ მიდგომის გაძლიერებას ემსახურება. ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, ხელს უწყობს მონაცემების სტრუქტურირებულ შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსება, აგრარული განათლება და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება. ვფიქრობ, ინტეგრირებულმა მიდგომამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები რეალურ მონაცემებს ეფუძნებოდეს და სფეროს მდგრად განვითარებას ემსახურებოდეს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ინდიკატორების ინსტიტუციონალიზაციის გზები განიხილეს. როგორც „ტექინფორმის” დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე აღნიშნავს, საქართველო დროებითი კვლევიდან გრძელვადიან, სისტემურ მონაცემთა შეგროვებაზე გადადის, რაც მოითხოვს კადრების, ინფრასტრუქტურისა და რესურსების ზრდას, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა პარტნიორი ინსტიტუციები განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს მიიღებენ.

ბოლო სიახლეები