ორშაბათი, მაისი 5, 2025

ტრაგედია ბათუმში – სამგზავრო მატარებელი ბავშვს დაეჯახა

ბათუმში, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

„უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.

ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი მელაშვილი – ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს პლებისციტი, რადგან ეს ნიშნავს, რომ არც ხელისუფლებამ დაუთმო ბოლომდე ოპოზიციას და არც ოპოზიციამ და...

 „ძალიან საინტერესო იყო ამ რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილთან გამართული ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრა. იქ ელჩებმა ერთი კითხვა დასვეს, ივანიშვილმა არჩევნები რომ დანიშნოს, ამისთვის მზად თუ ხართო. ოპოზიციას ამაზე მაინცდამაინც კონკრეტული პასუხი არ გაუცია. საინტერესოა ისიც, რომ ახლა ოპოზიციური პარტიები ძალიან გააქტიურდნენ რეგიონებში თავისი სტრუქტურების შექმნით. ყველა ხვდება, რომ არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი არ არის. ხელისუფლების ყველაზე დიდ ინტერესში იქნება, რომ ოპოზიციის ნაწილმა გამოაცხადოს ბოიკოტი, მეორე ნაწილმა მიიღოს მონაწილეობა და ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს”, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი.ექსპერტის აზრით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ოპოზიციას წარმატების სერიოზული შანსი აქვს.„თუ ოპოზიციამ, მინიმუმ, ამ ოთხმა პარტიამ, პლუს "ფედერალისტებმა", და კიდევ რამდენიმემ არჩევნებში ერთიანად მიიღეს მონაწილეობა, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების და თბილისის მოგების სერიოზული შანსი აქვს. ეს იცის ხელისუფლებამ, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია გათიშოს ბოიკოტისტებად და არჩევნებში მონაწილეებად და ისე დაამარცხოს”, - ამბობს მელაშვილი.მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან პლებისციტის ჩატარება იდეალური გამოსავალი იქნებოდა.„ბიძინა ივანიშვილს დიდი მოთმინების უნარი აქვს. თუკი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მოხდება ოპოზიციის მარგინალიზაცია, მან შეიძლება დანიშნოს არჩევნები და უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგოს. შუალედური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთი მხრიდანაც და მეორიდანაც - როდესაც ერთი არჩევნებს ითხოვს და მეორე უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, გადაწყვეტილების მიმღები უნდა გახდეს ხალხი. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში პლებისციტი იდეალური გამოსავალი იქნება. სავსებით შესაძლებელია პლებისციტი აღმოჩნდეს ის საკითხი, რაზეც შეთანხმდება ერთმანეთთან ორი მხარე, ოღონდ ამისთვის აუცილებელია ოპოზიცია იყოს თანამშრომლობის ისეთ რეჟიმში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალური ხმების მობილიზებას ოპოზიციის სასარგებლოდ”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.მისი თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს უფრო ნათელი გეგმა უნდა შესთავაზოს.„ოპოზიცია ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ცხადი არჩევანი, რას გააკეთებენ უკეთესად, რა პრობლემებს მოაგვარებენ, ქვეყანას რა პერსპექტივას გაუჩენენ. მხოლოდ და მხოლოდ ლანძღვა და იმაზე ლაპარაკი, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია და ყველანი რუსეთის აგენტები არიან, არ არის საკმარისი ხელისუფლების დასამარცხებლად.ფაქტია, ხელისუფლების პროპაგანდა უფრო წარმატებულია, ვიდრე ოპოზიციის. რა თემებითაც მიდის ხელისუფლება ხალხთან, ამაზე ოპოზიციას პასუხები არა აქვს. მშვიდობის თემას საერთოდ ხელი ჰკრეს, თქვეს, ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს, ამაზე კამათს „ოცნებასთან" არც დავიწყებთო, და სინამდვილეში ამით არჩევნები წააგეს, რადგან ხელისუფლებამ ხალხი დაარწმუნა, რომ ის არის მშვიდობის გარანტი, ოპოზიცია კი ომის საფრთხეა. დღეს მსოფლიო ბანკიც, სავალუტო ფონდიც და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აჩვენებენ, რომ 11%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. უსმენ ოპოზიციის ეკონომიკის ექსპერტებს და გაიძახიან, ქვეყნის ეკონომიკა დაქცეულიაო. რაშია საქმე, რაღაცის ანალიზი ხომ უნდა გაკეთდეს? ანუ არის ეკონომიკაში რაღაც, რაშიც "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, სწორია, ხომ? ასე რომ, ოპოზიციას ტაქტიკა საფუძვლიანად გადასახედი აქვს და ლაპარაკი, არაფერს აზრი არა აქვს, ამ ქვეყანაში არჩევნების თემა დახურულიაო და ა.შ., ძალიან მცდარია. ყველაზე ცუდი პოზიციაა ის, როდესაც საზოგადოებას ეუბნები, არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთო, საზოგადოება კი სვამს კითხვას, კარგი, არ წავედი არჩევნებზე, მერე რა ხდებაო, ამაზე არავინ არაფერს ეუბნება. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს პლებისციტი, რადგან ეს ნიშნავს, რომ არც ხელისუფლებამ დაუთმო ბოლომდე ოპოზიციას და არც ოპოზიციამ და ორივე თანხმდება, რომ გადაწყვიტოს ხალხმა. ჩემი აზრით, პლებისციტი ოპოზიციისთვის გაცილებით მომგებიანია, რადგან პლებისციტში გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე არჩევნებში. ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის რაღაც ველი უნდა არსებობდეს, სადაც შეთანხმება მოხდება, რათა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ და ახალ არჩევნებს მივაღწიოთ. ამას კი სჭირდება მექანიზმები. იდეა, რომ თვითმმართველობის არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს დავუპირისპიროთ, სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოდის თვითმმართველობის არჩევნები, რაღა დარჩა, 5 თვე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე კიდევ უფრო ნაკლები და რაღაც ვერ ვხედავ, რომ ამ ოთხ თვეში ხელისუფლებას შევცვლით, ივანიშვილი ჩემოდნებს ჩაალაგებს და ქვეყნიდან გაიქცევა“, - ამბობს მელაშვილი. 

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს – დონალდ ტრამპი

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა "ენ ბი სი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ იყო მომენტები, როდესაც ის ახლოს იყო შუამავლის როლზე უარის თქმასთან.მისივე განმარტებით, ის, რისი დათმობაც რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოუწევს, მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა.როგორც ტრამპი ამბობს, ევროპელმა ლიდერებმა მას არაერთხელ სთხოვეს პუტინთან დარეკვა, რადგან, მისი განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტი მათ ზარებს არ პასუხობს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება.დონალდ ტრამპის თქმით, მან აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ დაიწყოს ტარიფების დაწესების პროცესი, რადგან შეერთებული შტატების კინოინდუსტრია „ძალიან სწრაფი სიკვდილით კვდება“.„სხვა ქვეყნები ყველანაირ სტიმულს სთავაზობენ, რათა ჩვენი კინემატოგრაფისტები და სტუდიები შეერთებული შტატებიდან გაიყვანონ. ჰოლივუდი და შეერთებული შტატების ბევრი სხვა ტერიტორია განადგურებულია. ეს სხვა ქვეყნების კოორდინირებული ძალისხმევაა და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე. ეს, ყველაფერთან ერთად, არის გზავნილი და პროპაგანდა! ამიტომ, ვავალებ ვაჭრობის დეპარტამენტსა და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, დაუყოვნებლივ დაიწყონ 100%-იანი ტარიფის დაწესების პროცესი ყველა იმ ფილმზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უცხო მიწებზე წარმოებული შემოდის. გვსურს, ფილმები კვლავ ამერიკაში იქმნებოდეს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა – მასში ერთი ავტომობილი მოჰყვა – რა დეტალებია ცნობილი

მეწყერი ჩამოწვა დილის საათებში ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.არსებული ინფორმაციით, მეწყერში მოყვა ერთი ავტომობილი ორი მგზავრით, რომლებიც უვნებლად გადარჩნენ. მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს.ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.სტიქის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება.

ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი მიმართვა

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს:„რა განცხადებებიც უნდა კეთდებოდეს, იცოდეთ, რომ საქართველოს ვერ გაწირავს ვერავინ! სხვათა შორის, ევროპულ სტრუქტურებშიც არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის დაკვეთით აკეთებენ განცხადებებს, რათა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან საქმე გაუფუჭონ. მაგრამ არაფერი გამოუვათ - არაფერი!ბრძოლები, რომლებიც ახლა მიდის მთელ მსოფლიოში, საქართველოს ვერაფერს ავნებს: საქართველოს დაცემა და რუკიდან წაშლა გამორიცხულია, არ არსებობს, დამიჯერეთ!პირიქით: როცა მსოფლიოში ყველაფერი ერთად იფეთქებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება მთელი სიცხადით, რაოდენ საჭიროა საქართველო გეოპოლიტიკურად!“ - წერს კაკულია.

ბოლო სიახლეები