ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) სეტემბრის ბაშოზე მეცხრე შეხვედრა გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე მე-15 მაეგაშირა ჩიონოო იყო, რომელიც ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ლევანს 9 საშეჯიბრო დღის შემდეგ 3 მოგების წილ 6 წაგება აქვს. მეათე ბრძოლას მე-8 მაეგაშირა ტობიზარუსთან გამართავს.