UFC-იმ საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგი განაახლა და რომან დოლიძე დაწინაურდა. გასულ უქმეებზე, „კავკასიელი“ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, რის შემდეგაც, მისი წინსვლა გარანტირებული იყო.
ვეტორისთან ჩხუბამდე, დოლიძე მე-12 პოზიციას იკავებდა, გამარჯვების შემდეგ კი ტოპ 10-ში შევიდა და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. „კავკასიელი“ ენტონი ჰერნანდესს, ჯარედ კანონიერს, კაიო ბორალოს, რობერტ უიტეკერს, ისრაელ ადესანიას, ხამზატ ჩიმაევს, შონ სტრიკლენდსა და ნასურდინ იმავოვს ჩამორჩება.