რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ტკივილით სავსე დღე… თავზარდამცემი დილა… დანგრეული ბედნიერება, ჩვენი დამარცხება და სიკვდილის გამარჯვება… 3 წელი გავიდა, ნიკა ქაცარიძე, უშენოდ,“ – წერს მსახიობის მეუღლე.
ცნობისთვის, ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობს მეუღლე – ნინო ბერიძე და ორი შვილი – მარიტა და ლაზარე დარჩა.
გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა.