მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ტიტემ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.
„მტკივნეული მარცხი იყო. ეს ციკლის დასასრულია. მე არ ვთამაშობდი მოსაგებად და მერე დრამის მოსაწყობად, რომ დავრჩენილიყავი. ვინც მიცნობს, იცის ეს“, – აღნიშნა ტიტემ.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა, რომელსაც ტიტე ხელმძღვანელობდა, მეოთხედფინალურ მატჩში ბელგიასთან წააგო.
ხორვატიის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ქალაქ ალ-რაიანში გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში ზლატკო დალიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ბრაზილიის ეროვნული გუნდი დაამარცხა.
მატჩის ძირითად დროში უგოლო ფრე დაფიქსირდა. დამატებით დროში, 105-ე წუთზე ბრაზილიელები ნეიმარმა დააწინაურა, 117-ე წუთზე კი ბრუნო პეტკოვიჩმა წონასწორობა აღადგინა. 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში ხორვატებმა 4:2 გაიმარჯვეს.