ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

ტიმოშენკო მზად არის მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს

უკრაინის პარლამენტის 10 დეპუტატი, მათ შორის პარტია “ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო მზად არის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს. ინფორმაციას რუსული მედია აუცილებელს

დეპუტატებმა ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე განაცხადეს.

“ვაცხადებთ, რომ თავდებში დავუდგებით მიხეილ სააკაშვილს და სასამართლოს ვთხოვთ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა“, – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

ოდესის ყოფილ გუბერნატორი, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გატავისუფლდა მანამდე ის ორჯერ დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ, რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც

ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ, რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„მე დავთვალე, სულ მცირე, 30 საერთაშორისო შეთანმხება, რომლითაც რუსები სხვადასხვა ვალდებულების აღებას დათანხმდნენ, რომლებსაც ახლა არ ასრულებენ. ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ დიდი ხნის წინ რუსები დათანხმდნენ ჯარების გაყვანას მოლდოვიდან, მაგრამ იგივე სურათი გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც.ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გავუზიარე დოკუმენტი, სადაც მოცემულია ის დათმობები, რომლებიც უნდა ვიხილოთ რუსეთის მხრიდან. ეს უნდა განვიხილოთ, მაგრამ პირველი პუნქტი თუ იქნება, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო შეთანხმებებით უკვე აღებული ვალდებულებები, ეს ასევე შეეხებოდა იმ ტერიტორიებს, რომელთა ოკუპაციაც მოახდინეს და, საიდანაც უნდა გაიყვანონ ჯარები“, – განაცხადა კაია კალასმა.

ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესს განმარტავს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს განმარტავს.სამინისტროს ცნობით, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.„ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება. მიგრანტი განაცხადის შევსებისას თუ არ ფლობს რაიმე სახის ბინადრობის ნებართვას, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების შემდეგ, საჭირო იქნება მოიპოვოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა.უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი პირველი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ნებართვის მიღება ფასიანია, საფასური კი, დამოკიდებულია მომსახურების ვადაზე:  სტანდარტული განხილვა (30 დღე) – 200 ლარი; დაჩქარებული განხილვა (10 სამუშაო დღე) – 400 ლარი.„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის“ მიხედვით, ბიზნესი ვალდებული ხდება, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე ვაკანსია სულ მცირე ათი სამუშაო დღით განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში Worknet.moh.gov.ge-ზე. თუ ვაკანსიაზე აღნიშნულ დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს, წარადგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ განცხადება შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. კანონის მიხედვით, ნებართვის მიღების საფასური დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს. შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა ერთ წლამდე ვადით.რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოსაპოვებლად ელექტრონულ განაცხადს თავად ავსებს და თავად იხდის შესაბამის საფასურს. თვითდასაქმებულზე სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით. უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებელის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულის უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს. თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც პირველი მარტის მდგომარეობით უკვე საქმიანობენ საქართველოში, კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.ახალი რეგულაციები მაქსიმალურად დაახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, რომლის მიზანია, რომ უცხოელი მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს და არ ზღუდავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესებს. ამასთან, ცვლილებები ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას, კონტროლის გაძლიერებას და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა, გვარამიას ჩამოერთვა პასპორტიც.ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა დაბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ისევ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავენ, ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს

მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ისევ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალებასთან, „ზერკალასთან“ ინტერვიუში განაცხადა.ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, როდესაც რუსეთმა და ბელარუსმა „ძალიან მასშტაბური“ წვრთნები ჩაატარეს, უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო.„ვიცი, რომ ისინი ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე საუბრობენ ისევ. ვნახოთ, რამდენად მასშტაბური იქნება წვრთნები. ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ თავად ბელარუსებისთვისაც დიდ რისკს წარმოადგენს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის რაკეტები „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს.ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი და ბელარუსი „ორეშნიკის“ რაკეტების ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებით „შოუს“ აწყობენ, რადგან ჯერ არა მთელი კომპლექსი, არამედ „მხოლოდ შესაბამისი მანქანებია“ მიწოდებული. მისივე თქმით, ამ ქმედებების მიზანი ევროპის დაშინებაა.„ჩემი აზრით, ნატო-მ „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა განიხილოს. უკრაინა, თავის მხრივ, ამ საფრთხეს შეაფასებს, მაგრამ მისი (ალექსანდრ ლუკაშენკოს) მხრიდან თამაშს აზრი არ აქვს, რადგან ასეთი ნაბიჯების შემდეგ რუსები „ორეშნიკს“ ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე ლუკაშენკოსთან კონსულტაციის გარეშე შეიტანენ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა ბელარურის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც და აღნიშნა, რომ კიევი ამ სანქციების პოლიტიკის გასაგრძელებლად სამართლებრივ ჩარჩოს ავითარებს. მისივე თქმით, ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები „მხოლოდ პირველი ნაბიჯია“.„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივ ჩარჩოზე ჩვენი სანქციების პოლიტიკის გასაგრძელებლად. ეს გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ლუკაშენკოზე, არამედ მის უახლოეს წრეზე, მის ვაჟებზე და ა.შ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკელები მასთან კომუნიკაციის გზის პოვნას და დიპლომატიური გზებით შედეგების მიღწევას ცდილობენ. ახლა ჩვენ მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას და ამერიკელებს გავაგებინებთ, რომ ასე არ შეიძლება. ის მხარს უჭერს რუსულ რეჟიმს, ის მხარს უჭერს არა მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკას, არამედ ომსაც და ხელს უწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი – მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება, აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში

მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საბოტაჟის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.მისივე თქმით, ერთადერთი გზა არის ბრძოლა.„ახლა ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება ყველას გაერთიანება. ვიცი, რომ ზოგიერთი ამბობს, ჩვენ ცალკე გვინდა, ცალკე პროექტი გვინდა. ამას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ამოვიდეთ იქიდან, საბოტაჟის გამტარებლები არიან თუ არა მტრები? მტრები თუ არიან, მაშინ მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, საუბარია იმაზე, რომ აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას.ზოგიერთი მსახიობი თვითონ დასდევდა აქციაზე და ჩემს სურათებს ართმევდა პროტესტანტებს. სურათს როცა ართმევ პროტესტანტებს, ძნელია, შენ როცა გჭირდება, ისინი მოვიდნენ დასახმარებლად. საქართველოში ძალიან, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს. რა თქმა უნდა, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ვითხოვ მთელი გულით, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ასე ცოტა? რადგან მანამდე ჩემს სურათებს დასდევდნენ. ასე ერთიანობა აღარ გამოვა. ერთიანობა არის ის, როცა ჩვენ, ყველანი გვერდზე გადავდებთ ძველ წყენას და შეგვეძლება ერთად ბრძოლა. ერთადერთი გზა არის ბრძოლა. უახლოეს კვირებში ყოფა ეტირება ირანის დიქტატურას, რაც ძალიან დაასუსტებს რუსეთს. ეს იმათ უნდა იკითხოთ, ვისაც გასაქცევი აღარსად გექნებათ. ამიტომ მინდა, ყველამ ვიცოდეთ, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლო სიახლეები