26 ოქტომბრის შემდეგ დღე არ გასულა, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში, ეს დესტაბილიზაციური ქმედებები უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და მათ არჩევანს პატივი უნდა სცენ.
„1ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ათი დღის შემდეგ საქართველოში გერმანიის ელჩმა ისაუბრა ვითარების მშვიდობიანი გზით გადაჭრაზე. ეს იყო თვალთმაქცური გზავნილი. შვედეთის პრესსპიკერმა თქვა, რომ ქართველები ქუჩებში უნდა გავიდნენ და ეს იყო ინსტრუქცია, სადაც ნათქვამი იყო – გახსოვდეთ მაიდანი. 26 ოქტომბრის შემდეგ დღე არ გასულა, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში. ეს დესტაბილიზაციური ქმედებები უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ სურს საბჭოთა კავშირის მსგავსად მოქცევა. 26 ოქტომბერს ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ისინი არ არიან მოსკოვის ვასალები და არც ბრიუსელს ექვემდებარებიან. ისინი თავისუფალი ევროპელები არიან, რომელთაც სურთ, დარჩნენ ქართველებად. მოდით, პატივი ვცეთ მათ არჩევანს“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.