ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

ტიერი მარიანი – ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის

ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.

ტიერი მარიანის თქმით, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის.

„მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც არის ალიბი უცხოური ჩარევისთვის. მოდით, ვნახოთ, რას აკეთებს პარლამენტი ამ დებატებში. ქალბატონ მზია ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან 12 იანვარს მან საკუთარ ქვეყანაში პოლიციელს სილა გააწნა. მას განსჯიან ისინი, რომლებიც მის სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ და მე ვფიქრობ, რომ აქ რასაც ვხედავთ, არის ევროკავშირის ობსესია საქართველოს მიმართ და ბრიუსელის ზიზღი ამ ხალხის უფლებებისა და სუვერენიტეტისადმი.

მოდით, ნათლად ვთქვათ – თქვენ გინდათ, მოიშოროთ საქართველოს მთავრობა, გადააყირავოთ ისინი და ნებისმიერი საბაბი გამოგადგებათ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ვნახეთ განმეორებითი ჩარევა – ჩარევის მსგავსი, რომელსაც ქართველები 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდნენ. გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარე ინტერესების მიერ ფინანსდებიან და მათი იქ ყოფნის ერთადერთი მიზანი არის საქართველოს დესტაბილიზაცია. ქართველები ამას არასოდეს დაუჩოქებია, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუმალავთ მთავრობის დესტაბილიზაციის სურვილი 1990-იანი წლებიდან. ვნახეთ ეს უზარმაზარი დაფინანსება, რომელიც ჩადებულია მებრძოლ სტრუქტურებში ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებების ნიღბის ქვეშ. ამან შეასუსტა ამ ქვეყნის ინსტიტუტები. ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გარდიანი“ – დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში

დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში,- ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუ ამერიკა ბაზის გამოყენების სურვილს გამოთქვამს.„რადგან, მოუწევს დაიცვას ბალანსი მის მიერ დიპლომატიური გამოსავლისადმი მინიჭებულ უპირატესობასა და სურვილს შორის, რომ დაიცვას აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობა, რომელსაც ის უმაღლეს მნიშვნელობას ანიჭებს“, – წერს „გარდიანი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდობით.ასევე, „დიდი შიდეულიდან“ დაბრუნების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შეხვედრა გამართა. მინისტრებთან და მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, კირ სტარმერმა განიხილა ბრიტანეთის მოქმედებების სცენარი ამერიკის ირაზე თავდასხმის შემთხვევაში და მოითხოვს თუ არა აშშ მოკავშირეების მხარდაჭერას ნებისმიერ ეტაპზე.დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა იდნოეთის ოკეანეში მდებარეობს. ის ირანის სამხრეთ საზღვრიდან 3900 კილომეტრითაა დაშორებული.

ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ ირანის რეჟიმი დაეცეს.„რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა?“ - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ ასეთ სცენარს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენ ყველაფრის გეგმა გვაქვს“.მისი თქმით, ერთ საათში თავის მრჩევლებს შეხვდება სიტუაციურ ოთახში.

ლენა შილინგი – მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, მისი დაპატიმრება მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული

მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, – ამის შესახხებ ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ცხადად პოლიტიკურია და მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული“.„ვიყავი საქართველოში და მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. და შემიძლია გითხრათ: მისი „ქეისი“ პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც, რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, აგრძელებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე.დღეს ასობით პოლიტპატიმარი – ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან სისტემის მიმართ წინააღმდეგობისთვის, რომელიც შლის დემოკრატიას და რუსულ კონტროლს ამყარებს. ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს – თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. მზიას მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება“, – განაცხადა ლენა შილინგმა.

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დეტალებია ხდება ცნობილი მერაბ ჯანგველაძეზე

რუსეთის შსს-მ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.მერაბ ჯანგველაძე არის პირველი ადამიანი კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიან ოთხ ფიგურას შორის, რომლის „კრიმინალური სტატუსიც“ ბრალდების საგანი გახდა.მერაბისთვის მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როდესაც მისი ძმა ლევან ჯანგველაძე ვაკეში ქილერმა მოკლა.მომხდარი მკვლელობიდან ორ თვეში მერაბ ჯანგველაძემ 30-მდე მხარდამჭერი შეკრიბა და მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ „ნადირობა“ გამოაცხადა. თუმცა, ამ ნაბიჯს კრიმინალურ სამყაროში სკეპტიკურად შეხვდნენ.მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში ჯანგველაძე საერთაშორისო ძებნილ სიაში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ ჯანგველაძე იტალიაში ცხოვრობს, მისი ექსტრადიციის შანსი რეალურია. მას არ აქვს იტალიის მოქალაქეობა, იტალია კი იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის შსს-სთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში, ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მოქმედებებით ჰიტლერს გადააჭარბა. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.​„ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, „რათა შეაჩერონ არაადამიანური აგრესია ღაზის, სირიის, ლიბანის, იემენისა და მეზობელი ირანის წინააღმდეგ“.რაც შეეხება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებას, ერდოღანი აღნიშნავს, რომ ირანის ქმედებები ლეგიტიმურია.„სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანი იცავს თავს ისრაელის ყაჩაღობისა და სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ბოლო სიახლეები