ორშაბათი, ივლისი 14, 2025

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს.

არხის ცნობითვე, ბაჩიაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ის გლდანის საპატიმროს სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ამ წუთებში ბაჩიაშვილის ადვოკატები გლდანის მე-8 დაწესებულებისკენ მიემართებიან.

„ინტერპრესნიუსი“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს ელოდება. სააგენტო ცდილობს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურთან დაკავშირებასაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტებს – თქვენ ხართ ჩვენი ელჩები მთელ მსოფლიოში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენი პროფესიული განვითარების გზაზე. თითოეულ თქვენგანს აქვს მტკიცე საფუძველი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს თანამედროვე სამყაროს ცვალებად გამოწვევებს, იქნება ეს მეცნიერება, ინჟინერია, ტექნოლოგიები, ბიზნესი თუ სხვა დარგები. ჩვენი უნივერსიტეტი, თეორიული ცოდნის პარალელურად, სტუდენტებს სთავაზობს პროფესიულ პრაქტიკასთან დაკავშირებულ კომპეტენციებს. თქვენ გაიარეთ სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ისეთი გზა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ ცვლილებების ინიციატორები თქვენს ქვეყნებში. მჯერა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც პროფესიონალიზმისკენ მიმავალი გზის საწყისი“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გაცილების ღონისძიებაზე.სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშენებლობა, არქიტექტურა, ბიზნესტექნოლოგიები, ინფორმატიკა, დიზაინი, სამთო-გეოლოგია - ეს ის მიმართულებებია, რომელთა შესწავლით სტუ-ში უცხო ქვეყნის ახალგაზრდები აქტიურად ინტერესდებიან, რაც თავის მხრივ, მიუთითებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, სწორედ ამ მიმართულებებისადმი მზარდი ინტერესი ასახავს საერთაშორისო სტუდენტების მოლოდინსა და მზადყოფნას, მიიღონ ხარისხიანი განათლება.„საქართველოს განათლების სისტემა ინტეგრირებულია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში და ეფუძნება ბოლონიის პროცესის პრინციპებს, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო ხარისხს კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო დონეზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სკოლა, უცხო ქვეყნის ახალგაზრდებისთვის, მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ორი წლის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ - „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. ამას გარდა, ხუთი პროგრამა უკვე მზადაა მოიპოვოს ABET აკრედიტაცია. ჩვენი უნივერსიტეტი ორიენტირებულია ინოვაციაზე და სტუდენტზე მორგებულ სასწავლო პროცესზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს, სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკაზე დაფუძნებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება.ძვირფასო კურსდამთავრებულებო, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენი პროფესიული განვითარების გზაზე. ამიერიდან, თქვენ ხართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური ოჯახის მნიშვნელოვანი წევრები, ჩვენი ელჩები მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, 2024/2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ საერთაშორისო სტუდენტთა გაცილების ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ქუთაისში ორი მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა-ავტოსაგზაო შემთხვევას ორივე მძღოლის  სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.“ინფო იმერეთს” ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, რომ 2 მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები დაიღუპნენ.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

გურამ მაჭარაშვილი: ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე ზეწოლა იყო ჯერ კულისებში, შემდეგ საჯარო სივრცეში, ახლა რეზოლუციების დონეზეა ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

ევროპული ინსტიტუტები საქართველოს პოზიტიურად აფასებენ დემოკრატიის, გამჭვირვალობის მიმართულებით, ამის ფონზე კი, ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოზე უსაფუძვლოდ საუბრობს, რასაც უკვე არავინ აღარ იჯერებს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ახლა რეზოლუციების დონეზე მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.გურამ მაჭარაშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას უსამართლოს უწოდებს.„ასეთი უსამართლო განცხადება მორიგ ჯერზე ხდება იმის მტკიცებულება, რასაც გლობალური ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ვამბობთ. სამი წლის წინ ვთქვით, რომ, სამწუხაროდ, ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე პირდაპირი ზეწოლა იყო. ეს ზეწოლა ჯერ კულისებში იყო, შემდეგ საჯარო სივრცეში, ახლა კი რეზოლუციების დონეზეა გამოცხადებული ბრძოლა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო. როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, „18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა“.

„ლელოს“ უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაჭრით ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში – ლანა გალდავა

სამი დღე ვადის ამოწურვამდე - არჩევნებზე დასარეგისტრირებლად პარტიებს ვადა 17 ივლისამდე აქვთ. სწორედ რეგისტრაციის შემდეგ მიანიჭებენ პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო ნომრებს. მანამდე არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველო" დღეს არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ."ლელოს" უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაჭრით ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ოპოზიციის ოპოზიციაში ვერ ვიქნებით, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური კოალიციის, პოლიტიკური პარტიის ბრძოლის საკუთარ სტრატეგიას და ხაზს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭირო არის აქტიური ბრძოლა, აქტიურ ბრძოლაში ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტად მივიჩნევთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს ლანა გალდავა.მათი მისამართით ისევ მწვავე კრიტიკა ისმის. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათთვის პოლიტიკა დასრულებულია."ვინც გადაწყვიტა ამ სპირალში შესვლა, მათთვის პოლიტიკა არის დასრულებული, ისინი პოლიტიკურად არიან დასრულებული და წარსულებზე აღარ ვისაუბრებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს ამ ყველაფერს პასუხი. პასუხი უნდა იყოს მკაცრი, უნდა იყოს წინააღმდეგობა ბოიკოტთან ერთად", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

ლევან კალაძე იუბილარია – როგორ მიულოცეს კახიმ და ანუკიმ შვილს დაბადების დღე

თბილისის მერის, კახი კალაძისა და დიზაინერ, ანუკი არეშიძის უფროსი ვაჟი, ლევან კალაძე იუბილარია.ის 16 წლის გახდა.ანუკი არეშიძე და კახი კალაძე უფროსი ვაჟიშვილის ფოტოებს აქვეყნებენ და ბუბუს დაბადების დღეს ულოცავენ.ნახეთ, კადრები.

ბოლო სიახლეები