სამშაბათი, მარტი 3, 2026

ტერეზა მეი: საქართველოდან ჯარების გაყვანაზე რუსეთს არაერთხელ მოვუწოდეთ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

მას შემდეგ რაც მეიმ ბრიტანელ დეპუტატებს 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განუცხადა, მეიმ თქვა, რომ არაერთხეულ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის გვერდზე რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ანექსიის შესახებაც არის ინფორმაცია. რუსეთი საქართველოს სუვერენიტტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ღიად აცხადებს უპატივცემულობას”, – წერია ვიდეოში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება – ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხის შემოტანის  ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა კერძოდ -  აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემოტანის ფაქტი.ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული,  საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერებისას, აღმოჩენილი იქნა კუსტარულად დამზადებული დამატებითი საწვავის ავზში, მალულად განთავსებული  125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება - ,,მეტამფეტამინი“ შემცველი სითხე.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. 

მესმის, ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის… არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანის მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმის გამო, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე ღამით საჰაერო განგაშის იყო გამოცხადებული.გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონების მიმართულებით ცეცხლი "ჰეზბოლამაც" გახსნა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა. მოსახლეობას ამ დრომდე მოუწოდებენ, დარჩნენ თავშესაფრების სიახლოვეს და იმოქმედონ სამხედროების მიერ გაცემული ინსტრუქციებს შესაბამისად.განცხადებას ავრცელებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ირანი აშენებდა ბირთვული იარაღის ახალ ობიექტებს, რომლებზეც იერიშის მიტანა რამდენიმე თვეში შეუძლებელი გახდებოდა. მისი თქმით, სწორედ ამან შექმნა ქვეყანაზე დარტყმების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა."მესმის, ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის. არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის მცდელობა, მივაღწიოთ იმ მშვიდობას, რომლისკენაც ყველანი მივილტვით. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლა თავად ირანელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ - აშშ და ისრაელი ერTად ვქმნით პირობებს, რომ მათ ეს შეძლონ"- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აბას არაღჩი – მარკო რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო

ბატონმა რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.„არასდროს ყოფილა ე.წ. ირანული საფრთხე. ამრიგად, როგორც ამერიკული, ასევე ირანული სისხლის ღვრა „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ მომხრეების კისერზეა. ამერიკელი ხალხი უკეთესს იმსახურებს და უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა“, – წერს არაღჩი. 

ილია წულაია შუა აღმოსავლეთში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

ბიზნესმენი, კოპმანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამო გამომგზავრებას ვერ ახერხებენ, კერძო რეისით უფასო გამოფრენას სთავაზობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.„შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: დღეს, 3 მარტს 16:00 საათზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120-კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მუსკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23.30 საათზე). ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში. დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად, ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს 14:00-მდე აეროპორტში მოსვლას, გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს, ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე ‪+995 577 38 50 65‬) და უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში. მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მუსკატში, ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით.ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ. როგორც აღვნიშნე, რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით.ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, 23:00 საათზე მუსკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში. ყველას მშვიდობას გისურვებთ“, – აღნიშნავს წულაია.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს, არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა

აშშ არ აპირებს, ჩაერთოს კონფლიქტში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.„ის, რაც პრეზიდენტს აქვს განსაზღვრული არის ის, რომ მას არ სურს ქვეყანა ირანის ბირთვული იარაღისგან მხოლოდ მისი მეორე ვადის სამი-ოთხი წელი დაიცვას, მას სურს დარწმუნდეს, რომ ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი და და ეს მოითხოვს ირანის რეჟიმის აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებას“, – განაცხადა ვენსმა.ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, როგორც რეჟიმი აცხადებს, არამედ ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად.„დონალდ ტრამპი არანაირად არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში აღმოჩნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა“, – აღნიშნა ვენსმა.

ბოლო სიახლეები