ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

ტატუნაშვილის მამა პრემიერს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის. გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ცხედრის მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვით მისი შვილის უკანასკნელი ანდერძი შესრულდება.

“მადლობა მინდა პრემიერმინისტრს გადავუხადო, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს, იზორიას, რომ ჩემი შვილის უკანასკნელი ანდერძის შესრულებაში დაგვეხმარნენ და მოგვცეს საშუალება ძმათა სასაფლაოზე დავკრძალოთ. მადლობა მინდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას გადავუხადო თანადგომისთვის”,- განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს ქანდას სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს  გადმოასვენეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – 2003 წლის შემდეგ საქართველოში ვცდილობდი ლინგვისტური რევოლუციის მოხდენას

2003 წლის შემდეგ საქართველოში ვცდილობდი ლინგვისტური რევოლუციის მოხდენას, რაც სკანდინავიაში და ჰოლანდიაში გააკეთეს 70-იან წლებში. შემოვიღეთ წესი, რომ ტელევიზიებით ყველა უცხოური ფილმი უნდა გასულიყო არა დადებული ხმით, არამედ ორიგინალის ენით და ქართული სუბტიტრებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, ამ წესის აღსრულება მკაცრად კონტროლდებოდა შესაბამისი თანამშრომლების მიერ.სააკაშვილი ასევე წერს, რომ სოციალურმა ქსელებმა გააკეთა ის, რაც მან ვერ დაასრულა.„ამ მიდგომის შედეგად სკანდინავები და ჰოლანდიელები თავისუფლად საუბრობდნენ ინგლისურად, განსხვავებით დანარჩენი ევროპისგან, სადაც ფილმები გადიოდა დადებული ხმით. შემდეგ, ჩამომყავდა წელიწადში ორი ათასი ამერიკელი მასწავლებელი. ვემზადებოდით ახალი კანონის მისაღებად, რომლებიც სამედიცინო საინჟინრო, არქიტექტორული ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს დაავალდებულებდა დიპლომის ინგლისურად დაცვას. ივანიშვილმა დახურა ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და გააუქმა ტელევიზიების ვალდებულებები ინგლისური ენის მხარდაჭერის. მას არაფერში სჭირდება, რომ ხალხმა ინფორმაცია მიიღოს ინგლისურენოვანი წყაროებიდან, თუმცა ამასობაში წამოგვეწია ტექნოლოგიური რევოლუცია. სოციალურმა ქსელებმა გააკეთა ის, რაც მე ვერ დავასრულე. ხალხი, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები მაქსიმალურად ალაპარაკდნენ ინგლისურად. ამას ვატყობ ჩემი შვილების, ნიკუშას და ალისას მაგალითზე – ორივესთვის ბავშვობიდან ინგლისური მეორე მშობლიური ენაა. ამის პარალელურად, ნიკუშამ ისწავლა იაპონური და ჰინდი, ხოლო ალისამ რუსული და ახლა ფრანგულს სწავლობს. ისინი სახლში კი საუბრობენ ქართულად, მაგრამ განზოგადებულ თემებზე არჩევენ ინგლისურს. კარგია ეს თუ ცუდი? ერთი მხრივ, ძალიან კარგი – თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ მსოფლიოში, მაგრამ, ამავე დროს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ ქართული, რომელიც ჩვენი უმთავრესი იდენტობაა. ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამ კონტექსტში ვჯდებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე – ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, ასევე, საქართველო მიესალმება მნიშვნელოვნად გაზრდილი ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას

ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.„საქართველო კვლავ ერთგული რჩება ჩინეთის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციის განმტკიცების მიმართ. ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო მიზნად ისახავს, კიდევ უფრო გაზარდოს ცნობადობა მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების შესახებ და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოიზიდოს.გარდა ამისა, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. თუმცა, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტუმარმასპინძლობა, სადაც ჩინური საწარმოების მონაწილეობა წახალისებულია,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა.„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა სექტორში მიღწეული წინსვლა სრულად შეესაბამება საქართველოს ფართო ეკონომიკურ მუხტს, რაც აძლიერებს ქვეყნის მიერ ბოლო წლებში შენარჩუნებულ დადებით ტრაექტორიას. გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველო კვლავაც სტაბილური და საიმედო საყრდენის როლს ასრულებს რეგიონში. მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანამ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწია შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენა მდგრადობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა, საშუალო წლიური 9.7 პროცენტით და 2025 წლისთვის 7.2-პროცენტიანი პროგნოზით; საშუალოვადიანი ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1 პროცენტს შეადგენს,“- აღნიშნა პრემიერმა.

გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა

გარდაიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა). ინფორმაციას საპატრიარქოში ადასტურებენ.„სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, მიტროპოლიტისა სერაფიმესი და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი სერაფიმე“,- წერს „მრწამსი მართლმადიდებლური გვერდი“.

გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა

გერმანიაში გადაარჩინეს დღენაკლული გოგო, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა.ეს მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. ბავშვი ვადაზე 16 კვირით ადრე დაიბადა. თანამედროვე აპარატურისა და სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ბავშვი გადარჩა. კლინიკის ცნობით, გოგონა ახლა დაახლოებით 2 წლისაა, სრულიად ჯანმრთელი და აქტიურია.ახალშობილმა 7 კვირა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გაატარა. ის კვებას ინფუზიების მეშვეობით იღებდა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც ნეონატოლოგების, თერაპევტებისა და ექთნების გუნდი უზრუნველყოფდა.ოჯახმა სახლში დაბრუნება მშობიარობის სავარაუდო თარიღიდან მხოლოდ 9 კვირის შემდეგ შეძლო. სერიოზული გართულებები არ ყოფილა - ბავშვს მხედველობაც კი შეუნარჩუნდა და სათვალის ტარებაც არ დასჭირდება.გერმანულ კლინიკაში აღნიშნეს, რომ ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაში, 300 გრამი წონით დაბადებული ბავშვების გადარჩენის შანსი დაახლოებით 25%-ს შეადგენს.

ევროკომისიის ანგარიში: ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, FARA და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე

საქართველო ჩამოქვეითდა გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ადრეული მომზადების ეტაპიდან ადრეული მომზადების ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის პოზიციამდე, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.„საანგარიშო პერიოდში მეორე წელია, რაც უკუსვლა დაფიქსირდა. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ბოლო სიახლეები