პოდგორიცაში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, დასრულდა ასპარეზობა 81 კგ წონით კატეგორიაში.
ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილი ფინალურ შეხვედრაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი ტიმურ არბუზოვთან იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ რუსი ძიუდოისტები 50-66-73 კგ წონით კატეგორიების ფინალში ჭიდაობდნენ. 60 კგ წონაში გიორგი სარდალაშვილმა მოუგო ფინალური შეხვედრა აიუბ ბლიევს, 66 კგ წონაში კი ფრანგმა დაიკი ბუბამ სძლია მურად ჩოპანოვს, 73 კგ წონაში კი დანილ ლავრენტიევმა იტალიელ მანუელ ლომბარდოს სძლია.
1. ტიმურ არბუზოვი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
2. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)
3. მატიას კასე (ბელგია)
3. ზელიმ ცკაევი (აზერბაიჯანი)
ამრიგად, ინდივიდუალური პირველობის ბოლო საშეჯიბრებო დღის წინ ქართველ ძიუდოისტებს ერთი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი) და ორი ვერცხლის მედალი (ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი) აქვთ