ჩვენ ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისი მიზანიც არის საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა ოპოზიციის გეგმების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
„სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში, რა ვითარებაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა, ვერთიანდებით ერთი მიზნისთვის, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და მოხდეს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ასევე, ვერთიანდებით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თუმცა ამის მიღმა ფასეულობების ნაწილში არსებობს ძალიან ბევრი განსხვავება. არის სხვადასხვა პროცესი, რასაც ცალკეული პარტიები მივყვებით ცალ-ცალკე საერთაშორისო მიმართულებით თუ შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისი მიზანიც არის საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.