შაბათი, აგვისტო 30, 2025

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

„უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შვედეთის საგარეო უწყება – საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა შემაშფოთებელია, ვინარჩუნებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა შემაშფოთებელია, მათ შორის აქტივების ბოლოდროინდელი გაყინვა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია არასწორი მიმართულებით საქართველოს დემოკრატიისთვის. შვედეთი ინარჩუნებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურის ცნობით, საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ეხება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. 

„მამუკას გასვენების დროს, „იმისტების“ და „ამისტების“ ერთმანეთში აზელილი ცრემლი ვნახე, უთუოდ ნაღდი და ნამდვილი… იმ დღეს მხოლოდ სიყვარული იყო…“ – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ყველა ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მწუხარება გაიზიარა მადლობას უხდის.როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალება მას უამრავმა ოპონენტმა მიუსამძიმრა.„ძვირფასო ადამიანებომეგობრებო, ნაცნობებო, შორეულებო ,ახლობლებო, თითოეული კომენტარი ვნახე, ცრემლიანი სიტყვა, დატირება… მანამდე შემთხვევით არ გთხოვეთ დახმარება, თქვენი ენერგეტიკის მჯერა და მამუკას მიეშველეთ თქო( ასეც მოხდა, ერთი პირი მოიხედა კიდეც სამი კვირით ) გთხოვდით,რადგან სულ ვგრძნობდი დადებით ენერგიას თქვენგან. მე მჯერა კოსმოსური ენერგეტიკის , რომელიც ატრიალებს დედამიწას , მიზიდულობის ძალის ,რომელიც დადებითიც არის და უარყოფითიც- სიძულვილიც არის და სიყვარულიც, იმ დღეს მხოლოდ სიყვარული იყო, თითოეული სიტყვისთვის დიდი მადლობა, უცხო იქნება ეს თუ ნაცნობი, ციხიდან გამოგზავნილი წერილი იქნებაპოლიტპატიმრის ეს თუ ემიგრაციიდან მეგობრის თუ არამეგობრის, ვივამედიდან გამოგზავნილი იქნება პოლიტპატიმრის ეს თუ , ქაშუეთში და სახლში მოსული პოლიტ ოპონენტებისა, ჩემს ტელეფონზე შემოსული სამძიმრის ზარები, არც ერთი ზარი არ გამკვირვებია ,არც ოპონენტებისა , რადგან ვგრძნობდი ,რომ ზიზღი და სიძულვილი, არც მე მქონია ოპონენტის მიმართ და ალბათ იგივე გიბრუნდება. მოკლედ იმის თქმა მინდა ,რომ მამუკას გასვენების დროს, “იმისტების და ამისტების” ერთმანეთში შერეული ცრემლი ვნახე, უთუოდ ნაღდი და ნამდვილი.წამიერი სინამდვილე, შეიძლება, მაგრამ ნაღდი.ჰოდა, როგორც ჯანსუღი იტყოდა “წამია წუთისოფელი” და…..“ოღონდაც ფრთხილად ძვირფასებო,ფრთხილად ოღონდაც,ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი,რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება თქვენი გოლგოთადა აღარავინ არ იქნება მიმტევებელი!”მტრის ჯინაზე გაერთიანებულ საქართველოს მინდა, რომ ღმერთმა გაუმარჯოს !მტერი კი ერთადერთია, სადაოც კი არ არის, უხერხულიც კია ამაზე დავა, რომ ეს მტერი- საქართველოს ოკუპანტი რუსეთია.მამუკას სიტყვებით დავასრულებ , ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილთან ინტერვიუში ამბობს:”ჯოჯოხეთშიც კი ვერ წარმომიდგენია, რომ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს საქართველოო”.აბა რა ….. ასე იქნება….ჩვენს პატარა ლამაზ სამოთხეს, გაერთიანებულ საქართველოს გაუმარჯვე ღმერთო“,- წერს თაკო ჩარკვიანი.

იაგო ხვიჩია – კარგი იქნებოდა, ჩერგო „ქოცებში“ შესულიყო, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა, ჩერგო პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის

კარგი  იქნებოდა, ჩერგო „ქოცებში“ შესულიყო, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა. ჩერგო პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, „რვიანი“ არასდროს არსებობდა და ეს პარტიები „ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენდა.„ჩემი აზრით, არანაირი „რვიანი“ არ არსებობს, არც არასდროს არ არსებობდა, ეს ხალხი იყო „ნაცმოძრაობა“. მერე „ნაცმორაობის“ რვა განაყოფი ერთად შეერთდა, ყოფილი „ნაცები“, და ისევ „ნაცურ“ ბოიკოტს აწვებიან, და ამით ისინი ისევ რვა პარტია ხომ არ გახდებიან? ზოგადად, არანაირი რვა პარტია საქართველოში არ არსებობს, ბევრად უფრო მოკრძალებული არჩევანი გვაქვს ამ თვალსაზრისით.ჩერგოლეიშვილს ახლა ყველა ებრძვის, ფეხი დაუცურდა. მე არ მინდა, მასთან მებრძოლების რიგში აღმოვჩნდე ამ მძიმე ჟამს. ზოგადად, მე ვგულშემატკივრობ, რომ ჩერგო დარჩეს. საერთოდ, კარგი იქნებოდა, რომ ჩერგო „ქოცებში“ შესულიყო, ეს იქნებოდა ალბათ „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა. იგი პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის. თუმცა ასე არ არის მოწყობილი. მხოლოდ „რვიანით“ ვკმაყოფილდებით ამჯერად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა, საბა ხარებავა გარდაცვლილი იპოვეს.ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებას ამ დროისთვის არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია, ფიქსირდება თუ არა გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი.

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ“

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.განცხადების თანახმად, ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს და ძირს უთხრის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ელოდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისაგან.„ეს კიდევ ერთი თავდასხმაა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენება – პოლიტიკური დევნის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური გზით მოგუდვას, განსხვავებული აზრის ჩახშობასა და დასჯას.სამოქალაქო ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები. ისინი დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენს წარმოადგენენ. წლების განმავლობაში საქართველოს სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელ ძალად იქცა და თავისი მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოიტანა. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს და ძირს უთხრის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ელოდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისაგან.ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს მედეგი და მამაცი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით, რომელიც, მიუხედავად ხელისუფლების მზარდი რეპრესიებისა, განაგრძობს მოქალაქეთა სამსახურში ყოფნას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები