ხუთშაბათი, მაისი 8, 2025

სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაზე – უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი გაკეთდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„შენ გოგო, რაღაც თავში აგივარდა…“- ვრცელდება ფარული ჩანაწერები, როგორ აიძულებდა ახალგაზრდა კაცი 62 წლის ქალს სხვადასხვა პირთან სექსუალურ კავშირს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.„ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებითა და მუქარით, 1963 წელს დაბადებულ ლ.ქ.-ს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ამ გზით მოპოვებული თანხის ნაწილს ბრალდებული ისაკუთრებდა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. 

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკრაინის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ვ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.„სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის” ტერიტორიაზე ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ აღმოაჩინეს. პოლიციამ ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გიორგი ვოლსკი ოპოზიციას: შეუძლებელია მოგება, როდესაც ხალხს ომს ჰპირდები და იმასაც არა საკუთარი რწმენით

ოპოზიცია არჩევნებში დამარცხებაზე და მათ მიმართ ნდობის დეფიციტზე ალაპარაკდა. „ახალი არჩევნებიც რომ იყოს, წავაგებთ... ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“ - ეს განცხადება ოპოზიციონერმა ცოტნე კობერიძემ გააკეთა.პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მას სოციალურ ქსელში უპასუხა.„შეუძლებელია მოგება, როდესაც ხალხს ომს პირდები და იმასაც არა საკუთარი რწმენით’’, - წერს გიორგი ვოლსკი.ცნობისთვის, კითხვაზე მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პასუხს ოპოზიცია თავს არიდებს, თუმცა, როგორც გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.

პუტინი ომის დამნაშავეა – აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი მიიჩნევს, რომ პუტინი ომის დამნაშავეა. ამის შესახებ მან კონგრესში, საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.დემოკრატი წარმომადგენლის, იუან ვარგასის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ბესენტი, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, მან დადებითად უპასუხა.ბესენტს ასევე ჰკითხეს, ითანამშრომლებდა თუ არა ის ომის დამნაშავესთან? – „ვფიქრობ, ეს არის დიპლომატიის ბუნებაც, ერთმა უნდა ისაუბროს ორივე მხარესთან. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიასთანაც იყო საჭირო“, – ასე უპასუხა ბესენტმა კითხვას.ბესენტმა ასევე ისაუბრა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე სანქციების გამოყენების შესახებ. სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სუსტი უწოდა. ბესენტმა აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ დაბალი დონის ნავთობკომპანიებს ეხებოდა და დაწესდა ფასის ზღვარი, რომელმაც ვერ იმუშავა.

რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა.

რუსეთში არსებული ვითარების ფონზე, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაფრინდა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი. 4-დღიანი ვიზიტის განმავლობაში, სი ძინპინი დაესწრება მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს.კრემლის ინფორმაციით, პუტინს და სი ძინპინს შორის დაგეგმილია როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრები.დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხების განხილვა, მათ შორის BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის და "დიდი ოცეულის" საკითხები. მხარეები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.

ბოლო სიახლეები