ორშაბათი, მარტი 31, 2025

სურამის მე-4 საჯარო სკოლაში ხანძარია

სურამის მე-4 საჯარო სკოლაში ხანძარია.

გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი სკოლის სახურავზე გაჩნდა, შენობაში არავინ იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იუმორისტი ონისე ცხადაძე – სამი საშინელი და ყოვლად მიუღებელი გრძნობა არსებობს ჩემთვის: შიში, გაქცევა და მონობა – სხვებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ თუ მონობას თავისუფლებით...

თუ მონობას თავისუფლებით არ ებრძვი, ხვალ უფრო დიდი მონა გახდები - არ მეშინია, ვიბრძვი! არავის მონა არ ვარ, თავისუფლებას ვირჩევ! - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტი ონისე ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ონისე ცხადაძე წერს, შიში არის ყველაზე დამთრგუნველი გრძნობა, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გმართოს.„სამი საშინელი და ყოვლად მიუღებელი გრძნობა არსებობს ჩემთვის: შიში, გაქცევა და მონობა. მიუხედავად იმისა, რომ მონობა არასდროს გამომიცდია, სხვა ადამიანებზე დაკვირვებით მივხვდი, რომ თუ მონობას თავისუფლებით არ ებრძვი, ხვალ უფრო დიდი მონა გახდები. ხვალ უფრო დიდ დავალებას მოგცემენ, რომელიც ყველანაირი ადამიანური მორალისგან არის დაცლილი.ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნიდან პრობლემებს გაურბიან, ცდებიან. არსად დაგხვდებათ უპრობლემო გზები. ეს ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი. მინდა გითხრათ, რომ როდესაც აქ დავბრუნდი, საყვარელი ადამიანების დანახვისას, ნაცნობ მიწაზე ფეხის დადგმის შემდეგ სუნთქვა შემეკრა, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. ამიტომ პრობლემებს არ უნდა გაექცე. ისინი უნდა მოაგვარო. წინააღმდეგ შემთხვევაში სადღაც დაიღლები და გაქცევასაც ვეღარ შეძლებ.შიში არის ყველაზე დამთრგუნველი გრძნობა, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გმართოს. ეს ყველაზე მანიპულაციური გრძნობაა.არ მეშინია, ვიბრძვი! არავის მონა არ ვარ, თავისუფლებას ვირჩევ! პრობლემებს არ გავურბივარ, ვცდილობ მათ მოგვარებას! თუ გინდა კმაყოფილი იყო, შენც ასე მოიქეცი. სხვა შემთხვევაში შენი ცხოვრება იქნება სტაბილური, როგორც ყველას. შესაბამისად უინტერესოც. ისწავლი, გაერთობი, ოჯახს შექმნი, ბავშვებს გაზრდი... მერე რა?! როცა განვლილ ცხოვრებას გადახედავ, გექნება ისეთი რამ გაკეთებული, რაც ძალიან ცოტას, ან საერთოდაც არავის გაუკეთებია? დაუსვი შენს თავს კითხვები და პასუხები ქმედებებში ეძებე.P.S. ფონდების დაყადაღებას რაც შეეხება, როგორ უნდა იყო ამდენად ბოროტი ადამიანი, რომ ეგ გააკეთო?! პირადად მე არ მაქვს პრობლემა, თუ ვეღარ დამეხმარებიან, მაგრამ იმ ბავშვებს რას ერჩოდით?! ამხელა უსამართლობას თუ ვუძლებ, თქვენ როგორ უძლებთ, ახლა ვიღაცას რომ მკურნალობა სჭირდება და ყველაზე დიდი იმედი გამქრალი აქვს?! დიდი მადლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდს. ადრე თუ გვიან, ყველა თეთრს უკან დავუბრუნებ და უფრო მეტსაც“, - წერს ონისე ცხადაძე.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.ონისე ცხადაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზ „ტონუსის“ გუნდმა ქვემო ქართლის ღია პირველობაზე ცურვაში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა ქვემო ქართლის ღია პირველობაზე ცურვაში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლის ღია პირველობა ცურვაში რუსთავში, საცურაო აუზ „თოლიაში“ ჩატარდა და მასში მონაწილეობდა ტონუსის, ბლექსის, ბლექსი 2-ის, ლაგუნას, გლდანის, გორის, თემქის, დიღმის, რუსთავის, რუსთავი არენას, ერთა-ერის გუნდების 125 მოცურავე.„სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი, არჩილ იოსელიანი მორიგ გამარჯვებას ულოცავს „ტონუსის” მოცურავეთა გუნდს და აცხადებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა პირობებს ქმნის, რათა ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესი ნორმა გახდეს. მისივე თქმით, ცურვაში ქვემო ქართლის ღია პირველობა ჩატარდა შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში - გოგონები: 2013-2014 და 2015-2016, ხოლო ვაჟები: 2011-2012 და 2013-2014 წლებში დაბადებულები.სტუ-ის ინფორმაციით, „ტონუსის“ გუნდის წევრებმა შემდეგი ჯილდოები მოიპოვეს: ანა კვიკვინია - 2 ვერცხლი, ანდრია კაჭეიშვილი - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო, გეგა კვანჭიანი - 1 ბრინჯაო, ივან გავრილიჩენკო - 2 ოქრო, ალექსანდრე არუთინოვი - 1 ბრინჯაო, ივან დობრიანსკი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო, სემიონ გავრილიჩენკო - 1 ბრინჯაო, მარკოზი ნებუნიშვილი - 1 ბრინჯაო. 4X100 მ. კომბინირებული ესტაფეტაში ტონუსის გუნდმა, ალექსანდრე არუთინოვის, ნიკა გუგუციძის, ივან დობრიანსკის, ივან გავრილიჩენკოს შემადგენლობით ბრინაჯოს მედალი მოიპოვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მივეცით აფხაზებთან და ოსებთან ერთად. სრული სუვერენიტეტი კი მიუღწეველია ამ ერთობის აღდგენის გარეშე – თამარ ჩიბურდანიძე

1991 წლის 31 მარტს, როგორც რეფერენდუმის დღეს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობას ქართველებთან ერთად ხმა მისცეს აფხაზებმა და ოსებმა, ქვეყნის სრული სუვერენიტეტი კი მიუღწეველია ამ ერთობის აღდგენის გარეშე.„დღეს რეფერენდუმის დღეა. საქართველოს მოსახლეობამ 1991 წლის 31 მარტს ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას. მაშინ რეფერენდუმი ჩატარდა მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთშიც და მაშინდელ სამხრეთ ოსეთშიც. ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა ჩვენთან ერთად ხმა მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს დღე ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია და სანამ ეს ერთობა არ აღდგება, მანამ ქვეყნის სუვერენიტეტი ვერ იქნება დაცული.დღევანდელი დღე გვახსენებს იმ ბრძოლის ქრონიკებს, რაც გადავიტანეთ გასული საუკუნის ბოლოს და რაც გადაგვაქვს დღეს. რეფერენდუმის შედეგად აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ არ აღმდგარა ჩვენი სუვერენული უფლებები. უფრო მეტიც, ძალიან დიდხანს მოგვიწია ცხოვრება მოჩვენებით დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რეალურად კი ისევ სხვაზე დამოკიდებული ვიყავით. საბედნიეროდ, ეს დრო მთავრდება, მაგრამ ვერ მივაღწევთ სახელმწიფოს სიძლიერეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ერთად დავიწყეთ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება და ერთად უნდა შევძლოთ სუვერენული სახელმწიფოს აშენება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.ექსპერტი ასევე ეხმიანება პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, რომელიც 31 მარტს აღინიშნება.„დღეს ასევე საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ყველას გვახსოვს მისი სიტყვები: -„საქართველოს გზა ქრისტეს გზაა, გოლგოთის, ჯვარცმის და გარდაუვალი აღდგომის“.ჩვენ ამ გზას გავდივართ უკვე რამდენი საუკუნეა. ამ გზას მივუყვებით დღესაც და გვჯერა გარდაუვალი აღდგომის!“, - წერს ჩიბურდანიძე.

ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან, დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც არის მათ შორის ჩინეთი ურთიერთობები, მათ შორი ეკონომიკურ-საბანკო სფეროში – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის სპეკულაციებზე

ოპოზიციის სპეკულაციებს, რომელიც ჩინეთში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვიზიტს უკავშირდება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას აშშ და ევროკავშირი ცდილობს და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.„ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან, დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც არის მათ შორის ჩინეთი ურთიერთობები, მათ შორი ეკონომიკურ-საბანკო სფეროში. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ იმ ფონზე განსაკუთრებით, როდესაც თავად შეერთებული შტატები ცდილობს, რომ გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, ევროკავშირი ცდილობს, რომ გააღრმაოს სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და მსხვილ ბანკებთან შეხვედრები გამართა, გაფორმდა მემორანდუმიც. იყო შეხვედრები სხვადასხვა დელეგაციასთან. წარმატებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოში ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები დაიწყო. ჩინეთთან ურთიერთობას პრობლემად წარმოაჩენენ.

სოზარ სუბარი – კოდორის ხეობა, რომელიც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა

კოდორის ხეობა იყო ფორპოსტი, ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, რომლის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.სუბარის თქმით, კოდორის ხეობა მოღალატეობრივად მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა მტერს.„კოდორის ხეობაში ვიყავი ძალიან ხშირად. 1993-1994 წლებშიც, როცა პირველი ბრძოლები და მოლაპარაკებები იყო. შემდგომ წლებში კი წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი კოდორში და ვხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას – იცავდა ქალბატონი ნორა კვიციანი, ბატონი ემზარ კვიციანის ხელმძღვანელობით. ხეობაში არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივები, იყვნენ სხვებიც. იქ გავიცანი არტილერისტი ჯუმბერ ანანიძეც. შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ, რაზეც აქ ისაუბრეთ და ვიფიქროთ, რომ ზოგი რამ თქვენი ინტერპრეტაციაა და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ მთლიანობაში თქვენი მოხსენება საინტერესო იყო“, – მიმართა სოზარ სუბარმა კოდორის ხეობის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ემზარ კვიციანს, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზე დაიკითხა.ამასთან, სოზარ სუბარმა კომისიის სხდომების წინა მოსმენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.„გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი უწოდა ბატალიონ „მონადირის“ გაუქმებას. კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს სიტყვა ღალატის მოერიდა და მთლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა და სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული; მეორე, ბატონმა გოგავამ თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის! უბრალოდ, მართლა იყვნენ ადამიანები, მათ შორის მეც, ვინც ვრეკავდით და ვაფრთხილებდით ადგილობრივებს, რომ დროზე დაეტოვებინათ ხეობა, რადგან იყო ძალიან დიდი მსხვერპლის საფრთხე. ამ ფორპოსტის, რომელიც იყო ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა. ის, რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები