ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024

სტუ-ის სტუდენტი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი აგრძელებს პირველკურსელებისთვის ფაბრიკაციის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობას. პროექტმა, მიმდინარე აკადემიურ წელს, უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესის დაწყებიდან დღემდე, 1500-ზე მეტი სტუდენტი მოიცვა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ფაბრიკაციის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობის პროექტი უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და როგორც ფაბლაბის ხელმძღვანელი, გიორგი ფრანგიშვილი აცხადებს, უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას განავითარონ უნარები.

„ფაბლაბი ახორციელებს ორ, ერთმანეთთან დაკავშირებულ პროექტს. პირველი ეტაპი მოიცავს ლაბორატორიის გაცნობას. პირველკურსელებისათვის ეს არის პირველი ნაბიჯი მეცნიერებაში, იმდენად, რამდენადაც გარდა იმისა, რომ ისინი გაეცნობიან ჩვენივე სტუდენტების გამოგონებებს, რომელთა ვიზუალიზაცია ფაბლაბში მოხდა, ისწავლიან როგორ განახორციელონ იდეა. ფაბლაბი უკვე ორი წელია ახორციელებს პროექტს – „FREE – სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში პირველად სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აქ, ჩვენთან, ლაბორატორიაში დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფაბლაბი სტუდენტებს აძლევს ცოდნას, თუ როგორ დაამუშაონ იდეა საწყის პროტოტიპამდე. ასევე, სტუდენტს, ესკიზისა და მოდელირების საფუძვლების დაუფლების შედეგად, იდეა გაცილებით მაღალ დონეზე – საბოლოო ელექტრონული ვერსიიდან გამშვები დანადგარების ექსპორტამდე მიჰყავს. პროექტი 12-საათიან ტრენინგს მოიცავს და სტუდენტებისთვის საბაზისო ინფორმაციის სამი მიმართულებით გაცნობას გულისხმობს: აზროვნების ტექნოლოგია – ესკიზი და მოდელირება, ელექტრონიკა-პროგრამირება და პრაქტიკა-ვორშოპი. პროექტი მოკლევადიანია, მორგებულია სტუდენტების ინტერესებზე და სწრაფ, ეფექტურ შედეგზეა გათვლილი. ყველა პროექტი, მათ შორის, „FREE – სტუდენტური მეწარმეობის პროგრამა“, გათვლილია შედეგზე და მოიცავს პრაქტიკა-ვორკშოფის სამსაათიან სამუშაოებს. საბოლოო ჯამში, პროექტის ყველა პუნქტის დაცვით, სტუდენტები შეუძლიათ საკუთარი უნარების მრავალმხრივ განვითარება. ერთ წინადადებით ჩვენი სამუშაო პროცესი ასეთია – ფაბლაბი სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტი ფაბლაბისა და სტუდენტებისთვის. ასეთი დამოკიდებულებისა და მხარდაჭერისთვის არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ადმინისტრაციას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, პირველი კურსის სტუდენტის საბა ცინცაძის თქმით, ფაბლაბში გატარებულმა ერთმა დღემ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა.

„ეს იყო საინტერესო დღე, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმაღებინა. სამწუხაროდ, ქიმიის მიმართულება დღეს პოპულარული არაა, იმდენად, რამდენადაც მოითხოვს ღრმა ცოდნას. საერთო ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი პირველ ნომრად ჩავწერე, რადგან ვიცოდი რომ აქ მაღალკვალიფიციურ ცოდნას მივიღებდი. ასევე, ვიცოდი, რომ ფაკულტეტზე მოქმედებდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები. ჩემი მიზანი სწორედ ლაბორატორიაში მუშაობა და კვლევებია. ფაბლაბის საქმიანობის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ სწორედ აქ განვახორციელებ ჩემს იდეებს, რაც სხვებს საშუალებას მისცემ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკაში, ვიზუალურად ნახონ შედეგი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ძალიან კარგი ბაზა აქვს, მომავალი, პროფესიონალი კადრების აღსაზრდელად, ფაბლაბი კი ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა“, – აცხადებს საბა ცინცაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვატო შაქარიშვილი: “შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია…” – განაცხადა ჯეიკ სალივანმა. მისტერ სალივან, ამჯერად ნამდვილად გაქვთ შეშფოთების მიზეზი, გუშინ თბილისში ასობით ათასი ადამიანის შეკრებისა და...

“შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია…” – განაცხადა ჯეიკ სალივანმა. მისტერ სალივან, ამჯერად ნამდვილად გაქვთ შეშფოთების მიზეზი, გუშინ თბილისში ასობით ათასი ადამიანის შეკრებისა და მათ მიერ მკაფიოდ გამოხატული ნების შემყურეს!“ – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი. „ეს იყო პასუხი თქვენს ქრონიკულ შეშფოთებებზე, პოლიტიკურ ფარისევლობაზე, კოლონიალისტურ დამოკიდებულებასა და ჩვენი ქვეყნის საზარბაზნე ხორცად გამოყენების მცდელობაზე! ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანის რუსულად, ხოლო საქართველოში რევოლუციური სცენარის “MEGOBARI ACT-ად“ გასაღებაზე! პასუხს, დოკუმენტის სახით, 26-ში მოგაწვდით!“ – წერს შაქარიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.

თამარ ჩიბურდანიძე: 12 წლის შემდეგაც რომ იგივე რაოდენობის ზღვა ხალხი დაგიდგება გვერდით, ხომ უნდა მიხვდეს დასავლეთის ზოგიერთი მესვეური, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება არ ღირს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ეს იყო პასუხი იმ აღვირახსნილ კამპანიაზე, რასაც ყველაფრის ფასად ეწეოდა ოპოზიცია და მათი პატრონები საქართველოში“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაზე მოსული ხალხის რაოდენობამ ოპოზიციისა და მათი პატრონების ილუზიებსა და მოლოდინებს გადააჭარბა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ რადიკალებისა და მათი პატრონებისთვის ყველაზე მოულოდნელი, ხალხის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ნდობა იყო, რომელიც უკვე 12 წელია არ შეცვლილა. მისი თქმით, ხალხის ნდობა და მხარდაჭერა უცხოელებისთვის იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება არ ღირს. თამარ ჩიბურდანიძეს თქმით, დასკვნით ღონისძიებაზე მისული მხარდამჭერების რაოდენობა არჩევნების შედეგებზე მეტყველებს და იმედს გამოთქვამს, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები „ქართული ოცნების“ გამარჯვებას აღიარებენ. „ოპოზიციის და მათი უცხოელი პატრონების სახეები გუშინ ისეთი წაშლილი იყო, რომ სიმართლე გითხრათ, შემეცოდნენ, რატომ გაყვეს თავი იმ ყულფში, საიდანაც ვეღარ გამოეხსნებიან? ამ ზღვა ხალხმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, თუკი ოპოზიციას რაიმე ილუზია ჰქონდა. გუშინ ცნობილი ფილმიდან, ხელისუფლების მიმართ, ერთი ფრაზა გამახსენდა - „თქვენკენ დანდობა არ იციან?“ არა, არ იციან! ეს იყო პასუხი იმ აღვირახსნილ კამპანიაზე, რასაც ყველაფრის ფასად ეწეოდა ოპოზიცია და მათი პატრონები საქართველოში. გუშინ რუსთაველზე იდგა გაბრაზებული ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა. ყველაზე მოულოდნელი უცხოეთისთვის ალბათ, ისევ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ამხელა ნდობა იყო. 12 წლის შემდეგაც რომ იგივე რაოდენობის ზღვა ხალხი დაგიდგება გვერდით, ხომ უნდა მიხვდეს დასავლეთის ზოგიერთი მესვეური, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება არ ღირს. იმედია, შეცდომას აღარ დაუშვებენ და ფაქტობრივად უკვე ჩატარებულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ უდიდეს უპირატესობას არ უარყოფენ. ვნახოთ, სადამდე მივა მათი გამბედაობა?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

კრამონი: თბილისში რა ბინძური რეჟიმია, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში

საქართველოში ფინანსური პოლიციის მიერ დღეს ჩატარებულ ჩხრეკებს ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება. "ეს არის საქართველოში მკვლევართა წინააღმდეგ დაშინებისა და რეპრესიების ახალი დონე, არჩევნების წინ. რა ბინძური რეჟიმია თბილისში, რომელიც იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც KGB და FSB იყენებენ მოსკოვში", - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.     ცნობისთვის, ამერიკული კომპანიის "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების - სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა დღეს დილით ჩატარდა. გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

“მივმართავ ეკლესიურ ადამიანებს – როგორ უნდა მისცეთ ხმა პარტიებს, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედაეკლესიის მაგინებლები არიან? შენს არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ” –...

დეკანოზი შალვა კეკელია, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. სასულიერო პირი პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებიც მას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეკითხებიან. "ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, სრულწლოვნები არიან და ყველას გვაქვს ჩვენი გონება, ჩვენი აზრი... ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ... ჩვენ უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან, ერთად, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან, სარწმუნოებასთან და ადამიანმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ვის უნდა მისცეს ხმა. მე პირადად, ჩემს აზრს გეტყვით. მე 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული - 2012 წელს წავედი არჩევნებზე, რადგან მაშინ ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვეღარ ვეგუებოდით ამ ბოროტებასა და სიბნელეს - მკვლელობას, შევიწროებას, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება... ბუნებრივია, ამის მიმართ პროტესტი მქონდა. წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან ეს საშინელება უნდა დამთავრებულიყო. 2012 წლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რომელიმე პარტიისთვის ხმა მიეცა... წელს გადავწყვიტე, ისევ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა - მივდივარ სამეგრელოში, რომ ხმა მივცე, რადგან იგივე პროცესია, როგორიც 2012 წელს იყო. გადამწყვეტი მომენტი დგება - ჩვენ ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას... მსგავსი რამ, რაც დღეს ხდება... ისეთი განცხადებები გვესმის უცხო ქვეყნებიდან... მსგავსი რამ არ ყოფილა მაშინ, როდესაც ტელევიზიები დაიხურა, ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი რამ ხდებოდა, ეკლესია დაარბიეს, დაანგრიეს... უამრავი რაღაც მოხდა და მაშინ ხმა არავის ამოუღია - არცერთ საელჩოს ამაზე არ უსაუბრია. აი, დღეს როგორი ზეწოლაა. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. მე მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს, არ ვესაუბრები არაეკლესიურ ადამიანებს, ვინც მეკითხება, მხოლოდ იმათ ვესაუბრები, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია. დააკვირდით ადამიანებს, პარტიებს... პარტიები, სადაც მათი ლიდერები არიან პატრიარქის, ეკლესიის მაგინებლები, მათთვის ოჯახის სიწმინდე არაფერს არ ნიშნავს... ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ ნიშნავს... ისინი თვლიან, რომ ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ წარმოადგენს.... მივმართავ მათ, ვინც ეკლესიის წევრად მიიჩვევს თავს... კითხვა მაქვს ამ ადამიანებთან - როგორ უნდა მისცეთ ხმა პარტიებს, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედაეკლესიის მაგინებელია და მისთვის შენი ეკლესია არაფერს არ წარმოადგენს. ბუნებრივია, ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე. ეს ბუნებრივია მათთვის, ვინც ეკლესიის წევრები ხართ. ჩვენ რა არჩევანსაც გავაკეთებთ, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ... შენს არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ. ღმერთმა შეგაძლებინოთ, ყველამ სწორი არჩევანი გააკეთოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ", - აცხადებს დეკანოზი.

“2012 წლის შემდეგ, პირველად გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა, რადგან დღესაც იგივე პროცესია – გადამწყვეტი მომენტი დგება; ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე” – მამა შალვა კეკელია

ბოლო სიახლეები